აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ოქროს პრიზიორია
2021-09-28 17:58:21
აჭარაბეთის საპატიო ელჩი ტატო გრიგალაშვილი 81-კილომდე წონით კატეგორიის მსოფლიო ლიდერი და ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია.
24-26 სექტემბერს,ხორვატიის დედაქალაქში IJF-ის კალენდრის მორიგი ტურნირი - ზაგრების გრან პრი გაიმართა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, ოლიმპიადის შემდგომი ორთვიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო სეზონი პრესტიჟული ტურნირით განაახლა და მასზე უკვე საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა. ზაგრებში დაწყებულ გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილმა დღე საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინა. ტატო გრიგალაშვილმა ოქროს გზაზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო.
„ ზაგრების გრან პრიზე იყვნენ საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები, ამავდროულად საკმაოდ პრესტიჟული ტურნირი იყო. რათქმაუნდა, ყოველი შეჯიბრის წინ მაქვს მოლოდინი რომ გავხდები ჩემპიონი, ასეთივე მოლოდინი მქონდა ამ ტურნირის წინ. ჩემი წარმატებისთვის და მოტივაციისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო გრან პრის ოქროს პრიზიორობა ”- განაცხადა ტატომ.
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. Global Finance-ის პირ...
კომენტარები