1 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

500 Startups-ის მეორე ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია

12 მარტი, 2021- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი, წარმატებით აგრძელებს სააქსელერაციო პროგრამას. 11 მარტს გამართული დემო დღის ფარგლებში, პროექტის ფინალისტებმა საკუთარი სტარტაპები ინვესტორებს წარუდგინეს.  დღის ბოლოს კი ის ორი გამარჯვებული: PAYZE და Agrolabs  გამოვლინდა, რომლებიც Silicon Valley Immersion-ში მონაწილეობისთვის სან-ფრანცისკოში გაემგზავრებიან.

ღონისძიებაზე ის 10 კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელიც 140-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეირჩა და აქსელერაციის 3 რთული ეტაპი წარმატებით გაიარა. ესენია: Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me. ამ კომპანიებმა, პროექტის ფარგლებში, საკუთარი იდეების დახვეწაზე, მსოფლიო რანგის მენტორებთან ერთად იმუშავეს, ხოლო მათგან 5-მა სტარტაპმა: PAYZE, Kvalifika, YouTravel.me, Agrolabs, Corebook, საქართველოს ბანკისგან დამატებითი ინვესტიცია მოიპოვა.

„მოხარული ვართ, რომ მსოფლიოში მოწინავე ბიზნეს აქსელერატორი წარმატებით აგრძელებს საქართველოში ოპერირებას. პროექტის ფარგლებში არაერთ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი იდეების დახვეწაზე მაღალკვალიფიციურ, საერთაშორისო მენტორებთან ერთად ემუშავა. უკვე პროგრამის მეორე ნაკადის გამარჯვებული სტარტაპები გამოვლინდნენ, რომლებიც საკუთარი საქმიანობის გასავითარებლად სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის ყველა მონაწილეს. გვჯერა, რომ 500 Georgia-მ უკვე მნიშვნელოვანი როლს ითამაშა როგორც ქართული კომპანიების, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, 500 Georgia-ს პირველ ნაკადში მონაწილე კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 16.5 მლნ ლარს შეადგენს, მათგან 2 გამარჯვებული, Cardeal-ს და Cargon-ს წელს სილიკონ ველიზე გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

500 Startups-ი ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:35

    თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ START-UP მ...

    თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...

  • 11:26

    PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და გთავაზობთ 70%-მდე ფას...

    PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...

  • 11:12

    თიბისის განსაკუთრებული საგაზაფხულო შეთავაზება 2 და...

      2-3 მარტს, თიბისის საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში, პარტნიორ ობიექტებში სასურველი ნივთების შეძენისას, მომხმარებლები მიმდინარე ფასდაკლებებთან ერთად, 30%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებენ. ახა...

  • 15:29

    28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე ...

    თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...

  • 13:58

    თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვ...

    "უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებ...

  • 12:00

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლები...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ...

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...