ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
კომპანია Vivus.ge-ს მიერ ინიცირებული სოციალური პროექტი ERTAD.GE კვლავაც აქტიურად განაგრძობს საინტერესო და სასარგებლო პროექტების დაფინანსებას.
ამჯერად პროექტის ფარგლებში საქართველოს „მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის“ წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის აპრილში კლდეკარი-რკონის საფეხმავალო მარშრუტის მარკირებისთვის საჭირო სამუშაოები განახორციელეს. მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ლაშქრობის, როგორც სპორტული და სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია. ERTAD.GE-ს ერთ-ერთი პრიორიტეტი კი საზოგადოებაში სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.
ორგანიზაცია მიმდინარე წლის მარტის კონკურსის გამარჯვებული გახდა და 2500 ლარიც მოიპოვა. თუ რა სახის ღონისძიებები ჩატარდა პროექტის განმავლობაში, ამის შესახებ ორანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა.
რა სახის სამუშაოები ჩატარდა პროექტის ფარგლებში?
ანრი რობაქიძე „მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტი:
პროექტ ERTAD.GE-ს ფარგლებში მოლაშქრეთა ეროვნულმა ფედერაციამ შეიძინა და დაამზადა ბილიკის მოსაწყობად საჭირო ინვენტარი (მანიშნებლები, საღებავები, ფუნჯები და ა.შ.) და დამხმარე ჯგუფებთან ერთად კლდეკარი–საბოლია–რკონის ბილიკი მოაწყო. ტერიტორიაზე, სადაც შეუძლებელი იყო რაიმე ნიშნულის გაკეთება ბუნებრივი საშუალებებით, დაიდგა ბოძები მანიშნებელი დაფებით, ხოლო ტყის მონაკვეთზე ხეებზე მარკირება საღებავით დავიტანეთ. მაჩვენებლები დამონტაჟდა ყველა მონაკვეთში, სადაც დაკარგვის რაიმე საშიშროება შეიძლება ყოფილიყო. ასევე მოინიშნა სასმელი წყლის და საბანაკე ადგილების რეკომენდებული ტერიტორიები. საბოლოოდ, ტერიტორია იმ დონეზე მოვნიშნეთ, რომ დღეიდან ნებისმიერ დამწყებ მოლაშქრესაც შეეძლება უსაფრთხოდ გადაადგილდეს აღნიშნულ ბილიკზე.
ფედერაციის წარმომადგენლების აზრით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები და პროექტები შიდა ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მომგებიანი და სასარგებლოა. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ცხოვრების აქტიურ სტილს.
რამდენად უსაფრთხოა მსგავსი აქტივობები და გაითვალისწინეთ თუ არა ზემოაღნიშნული მუშაობის პროცესში?
ნებისმიერი მოლაშქრე თუ არამოლაშქრე ადამიანისთვის პირველ რიგში უსაფრთხოების ზომების დაცვაა აუცილებელი. როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ არ დაიკარგება, ზუსტად ეცოდინება რამდენი დრო დაჭირდება სხვადასხვა პუნქტში მისასვლელად, ეცოდინება სად შეხვდება საბანაკე ადგილი და წყალი - ეს ყველაფერი ხელმისაწვდომს ხდის ბილიკს ნებისმიერი ვიზიტორისათვის, კომფორტულს ხდის ლაშქრობას რაც თავისთავად იწვევს ვიზიტორების სიმრავლეს.
რა სახის აქტივობები განახორციელეთ ლაშქრობის სეზონის გახსნისას და ზოგადად, რა პრინციპით მუშაობს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია?
სალაშქრო სეზონი რკონის ტერიტორიაზე 24 აპრილს გაიხსნა და ღონისძიებამ 26 აპრილამდე გასტანა. ადგილზე შეიკრიბნენ როგორც ფედერაციაში შემავალი კლუბები, ასევე ქვეყნის მაშტაბით არსებული თავისუფალი მოლაშქრეები. ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები: მცირე ექსტრემალური ატრაქციონები, მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება რაჭაში ახლად აღმოჩენილი მღვიმის შესახებ. საღამო კი კონცერტით დასრულდა.
სოციალური პროექტი ERTAD.GE კომპანია Vivus.ge-ს საქველმოქმედო პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთარი სასარგებლო იდეების განხორციელება ყოველ თვე შეუძლიათ.
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები