სოც. მედია
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსის მე-7 და მე-6 სართულების კედლები ჩამოანგრია
2015-01-08 13:30:13
თბილისში, ონიაშვილის ქუჩის #14-ში მშენებარე კორპუსის მე-7 და მე-6 სართულების კედლები ჩამოინგრა. როგორც ონიაშვილის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს , , ონიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ჯერ მე-7 სართულის ერთი კედელი ჩამოინგრა, შემდეგ კი - მე-6 სართულის კედლის ნაწილი. ადგილზე გამოძახებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიციის ბრიგადები.
.ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები