სოც. მედია
ორი მეტროსადგური აფეთქებების საფრთხის გამო დაიკეტა
2014-12-03 23:27:19
კიევში, მეტროსადგურები "თავისუფლების მაიდანი" და "პოლიტექნიკური უნივერსიტეტი" აფეთქებების საფრთხის გამო დაკეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მეტროპოლიტენის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აფეთქების მუქარაზე მიღებული შეტყობინების გამო, მეტროს ორივე სადგური მგზავრებისთვის დაკეტილია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მეტროსადგურების ამუშავება შემოწმების შედეგებზეა დამოკიდებული
კომენტარები