სოც. მედია
წერეთლის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვი მე-6 სართულიდან გადმოვარდა
2014-11-13 15:45:57
თბილისში, წერეთლის გამზირზე, 2 წლის ბავშვი მე-6 სართულიდან გადმოვარდა. როგორც ცნობილი გახდა, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა,მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
ოჯახი ირანიდან არის და წერეთლის 55 ნომერში ბინა ნაქირავები ჰქონდა. შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.
კომენტარები