ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
ამ ადგილს "ახალგაზრდობის ოაზისს" უწოდებენ. ჰუნზას მდინარის (ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარი) შემოგარენში, ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე, მცხოვრებთა საშუალო ხანგრძლივობა 110-120 წელია. ისინი თითქმის არასდროს ავადმყოფობენ და სულ ახალგაზრდულად გამოიყურებიან.
მეცნიერები, ტურისტები თუ ჩვეულებრივი ცნობისმოყვარე ადამიანები გაოცებას ვერ მალავენ და გამუდმებით ეძებენ საიდუმლოს, რომელიც ამ ხალხს მსოფლიოს ყველა სხვა ხალხისგან გამოარჩევს. გამოდის, ამქვეყნად არსებობს ცხოვრების წესი, იდეალურთან მიახლოებული, რომელიც ადამიანებს თავს ჯანმრთელად, ბედნიერად და მარად ახალგაზრდულად აგრძნობინებს. ეს ხალხი იმითაც აოცებს დანარჩენ საზოგადოებას, რომ გარეგნულადაც კი განსხვავებულია უშუალო მეზობლებისგან, უფრო ევროპელებს ჰგვანან.
ლეგენდის თანახმად, აქ ალექსანდრე მაკედონელის არმიის ჯარისკაცთა ჯგუფმა დააარსა ჯუჯა სახელმწიფო, ინდოეთის ლაშქრობის დროს. აქ მცხოვრები ხალხი ინდოევროპელები არიან და პაკისტანს ექვემდებარებიან. გარემო ისეთივე ლამაზია, როგორც მისი მცხოვრებნი. მათუ უმრავლესობა მიწაზე მუშაობს – მათ შორის, 100 წლის მოხუცებიც კი, ლაშქრობებში დადიან, ერთობიან, მუდამ მხიარულები, მეგობრულები, სტუმართმოყვარენი არიან, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მკაცრ პირობებში ცხოვრობენ.
მათი საცხოვრებელი პატარა ქვის უფანჯრო სახლებია, რომლებსაც მხოლოდ საკვამური აქვს. შინაური საქონელიც კი ამ სახლში ჰყავთ, ოღონდ მათთვის გადაღობილია ადგილი. სავსებით სავარაუდოა, რომ ასეთ სიმჭიდროვეში ისინი უფრო თბილადაც გრძნობენ თავს – სახლებს სულაც არ ათბობენ, ეგ კი არა, ცივი წყლით ბანაობენ. თუმცა ამ ქვის სახლებშიც კი მხოლოდ ზამთრის 2-3 თვეს ატარებენ, დანარჩენ დროს სუფთა გაერზე არიან, იქვე სძინავთ, ჭამენ და აჩენენ შვილებს.
ამ ხალხის სათავეში მეფე დგას და უხუცესთა საბჭო. ისინი იოლად მართავენ ქვეშევრდომებს, რადგან ამ თემში არ ხდება დანაშაულები, შესაბამისად, არ არის პოლიცია და ციხე. პრაქტიკულად, საავადმყოფოც არ სჭირდებათ, რადგან ისინი თითქმის არასოდეს ავადმყოფობენ. ერთადერთი ხალხია პლანეტაზე, რომელსაც არ აქვს ავთვისებიანი დაავადებები, არადა, მათ ახლო მეზობლად მცხოვრები ხალხები სულაც ვერ დაიკვეხნიან ასეთივე ჯანმრთელობითა და დღეგრძელობით. საშიში ეპიდემიების დროსაც კი, რომელიც ამ მიდამოებში იფეთქებს ხოლმე, არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ჰუნზაკუტი ყოფილიყოს დაავადებულთა შორის. კბილის ტკივილი ან მხედველობის პრობლემებიც კი ამ არემარეში არავის აწუხებს. ეს ფანტასტიკური ჯანმრთელობა და ამტანობა, სრულიად გაუგებარია მეცნიერებისთვის.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჰუნზას მცხოვრებთა დღეგრძელობის მიზეზებს შორის არის მათი ჩაკეტილი ცხოვრება – იშვიათად აქვთ მიმოსვლა სხვა მეზობლებთან თუ სხვა ქვეყნებში და არც ქიმიურად და ბიოლოგიურად დაბინძურებულ პროდუქტებს უშვებენ თავიანთ სამყაროში. არიან ძალიან მშვიდები და გაწონასწორებულები, რაც ასევე მათი დღეგრძელობის მიზეზებს შორის არის. ჯანსაღად ცხოვრობენ – ალკოჰოლისა და თამბაქოს გადამეტების გარეშე. და რაც ყველაზე მთავარია, კვების სისტემა, რომელიც სავარაუდოდ, მათ ჯანმრთელობაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.
რით იკვებებიან ჰუნზას მცხოვრებნი?
მათი კვება პირველ რიგში ვეგეტარიანულია;
დიდი რაოდენობით უმ პროდუქტებს მიირთმევენ;
მათ რაციონში ყოველდღეა ხილი და ბოსტნეული;
პროდუქტები ბუნებრივია, ყოველგვარი ქიმიური დამუშავების გარეშე და მომზადებისას ინარჩუნებს ყველა ბიოლოგიურად ფასეულ ნივთიერებას;
ალკოჰოლს და ტკბილეულს ძალიან იშვიათად იღებენ;
ძალიან მოზომილად იყენებენ მარილს;
პროდუქტები, რომლებსაც იღებენ, ძირითადად მათივე მოყვანილია;
ძალიან ცოტას მიირთმევენ – იშვიათად ნაყრდებიან;
იშვიათად ჭამენ ხორცს და ძალიან ცოტა რძეს სვამენ. ცილებს ძირითადად მარცვლეულიდან იღებენ;
მიირთმევენ ბევრ კარტოფილს, კანიანად, და ლობიოს, რომელიც ცილებით არის მდიდარი.
mshoblebi.ge
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები