თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ გაიმართებ...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების...
|
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვარსკვლავები იქნებიან. წლევანდელი ჯაზფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება.
1 მაისი | ლაკეშა ბენჯამინი (LAKECIA BENJAMIN)
2 მაისი | თილ ბრონერი და მისი ბენდი (TILL BRONNER & Band)
3 მაისი | სტივ კოლმანი ბენდთან ერთად (STEVE COLEMAN & THE FIVE ELEMENTS)
ლაკეშა ბენჯამინი - ამერიკელი საქსოფონისტი, კომპოზიტორი, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური ხმითა და მრავალფეროვანი მუსიკალური სტილით. ის ჯაზის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ლაკეშა ბენჯამენი იმ მუსიკოსებს მიეკუთვნება ვინც წარმატებით ახერხებს მუსიკის სხვადასხვა ჟანრების შერწყმას. მისი განსხვავებული სტილის მუსიკა მოიცავს ჯაზის, ფანკისა და სოულის ელემენტებს, გაბედული და ენერგიულია, რაც განასხვავებს მას სხვა არტისტებისგან. ლაკეშა ბენჯამენი ხუთჯერ არის ნომინირებული გრემზე, მათ შორის 2025 წელს. იგი თავისი კარიერის განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან სტივი უანდერი, არეტა ფრანკლინი და ალიშა კისი.
თილ ბრონერი - გერმანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. მისი კარიერა მოიცავს მრავალფეროვან პროექტებსა და კოლაბორაციებს, რამაც მას მუსიკალურ სამყაროში აღიარება მოუტანა. თილ ბრონერის მუსიკა გამოირჩევა ღრმა ემოციურობითა და ინოვაციური ჟღერადობით, რაც მას თანამედროვე მუსიკაში ერთ-ერთ გამორჩეულ არტისტად აქცევს. თილის მუსიკალური სტილი ჯაზის, პოპისა და ბოსა-ნოვას ელემენტებს აერთიანებს, რაც ქმნის უნიკალურ ჟღერადობას. იგი არა მხოლოდ ინსტრუმენტალისტია, არამედ ვოკალისტი და კომპოზიტორიც. ბრონერი თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან, მათ შორის დაიანა კროლთან, ჰერბი ჰენკოკთან და დეივ ბრუბეკთან. მისმა ნამუშევრებმა არაერთი ჯილდო მიიღო, მათ შორის Echo Jazz Awards. გარდა მუსიკისა, ბრონერი ფოტოგრაფიითაც არის გატაცებული და პერიოდულად აწყობს გამოფენებს.
სტივ კოლმანი - ამერიკელი ჯაზსაქსოფონისტი, კომპოზიტორი, რომელიც მუსიკალურ სამყაროში ცნობილია თავისი ინოვაციური და ექსპერიმენტული მიდგომებითა და განსხვავებული მუსიკალური ენით, რომელსაც „მუსიკა აზროვნებისათვის" (Music for the Mind) ეწოდება. კოლმანმა და მისმა თანამოაზრეებმა 1980-იან წლებში შეიმუშავეს კონცეფცია M-Base. ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური სტილი, არამედ ფუნდამენტური ფილოსოფიაა, რომელიც აერთიანებს რთულ რიტმულ სტრუქტურებს, იმპროვიზაციას, ფანკისა და აფრიკულ ელემენტებს, ასევე აბსტრაქტულ მუსიკალურ იდეებს. სტივ კოლმანის მუსიკას დიდი გავლენა აქვს მომავალი თაობების მუსიკოსებსა და მსმენელებზე, მისი ინოვაციური მიდგომა ჯაზის სამყაროში მუდმივად ახლებურად აღიქმება. სტივ კოლმანი მრავალი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის გრემის.
ჯაზფესტივალი ბილეთებზე, 9 აპრილის ჩათვლით, წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე მოქმედებს 25% ფასდაკლება.
10 აპრილიდან კი თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე - 20%-იანი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათზე 10%-იანი ფასდაკლება.
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების...
· მეორადი საავტომობილო ნარჩენების ჩაბარება თბილისის 8 უბანში იქნება შესაძლებელი დედამიწის დღე 2025 - გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად...
თიბისის ბიზნესმომხმარებლად რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის მომხმარებლები ციფრულად, 90 წამში გახდნენ და ამისათვის ფილიალში მისვლა და დამატები...
22 აპრილს - დედამიწის დღეს კომპანიები, გარემოზე ზრუნვისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ინიციატივითა და კამპანიით აღნიშნავენ. საერთაშორისო ტენდენციის შესაბამისად, წლებია თიბისიც არ...
თიბისი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ნერგავს გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს. ხ...
PSP მომხამრებელს მუდმივად ინოვაციური პროექტებითა და სასარგებლო სიახლეებით ანებივრებს. სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ დანერგა პირველი ლოქერი ფარმაციაში და ონლაინ მომხმარებლებს შოპინგის ახალი, კომფ...
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები