2 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ასობით მოხალისე გარემოსთვის - ბაკურიანის დალაგების ფესტივალი „სადაგისა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა

საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგის“ ორგანიზებით 15-16 ივნისს ბაკურიანის დალაგების ფესტივალი მოეწყო. ღონისძიებაში  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ასობით მოხალისე ჩაერთო. ეკოფესტს ოქროს სპონსორის სტატუსით წელს უკვე მეორედ შეუერთდნენ „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“. სპონსორობის პარალელურად, ეკოფესტში მოხალისეებად ჰოლდინგის 30-მდე თანამშრომელიც მონაწილეობდა.

მოხალისეებმა ორი დღის განმავლობაში დაასუფთავეს დაბა ბაკურიანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ფესტივალის მონაწილეთა შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, კომპანიების თანამშრომლები, მოქალაქეები და უცხოელი სტუმრები.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „გარემოს დასუფთავების მიმართულებით „სადაგის“ ინიციატივა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. მოხალისეები, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები ვერთიანდებით ერთი მიზნის გარშემო -  დავალაგოთ და ვიზრუნოთ გარემოზე. რა თქმა უნდა, „თეგეტა“ მათ გვერდითაა, ვინც გარემოს დაცვის მნიშვნელობას ჩვენთან ერთად იზიარებს.

„თეგეტა“ უკვე მეორე წელია, მონაწილეობს ეკოფესტში, თუმცა ეს წელი განსაკუთრებულია - ამჯერად კომპანიის თანამშრომლებსაც მივეცით შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ღონისძიებაში და საკუთარი წვლილი შეეტანათ გარემოს დასუფთავების საქმეში. გვჯერა, რომ ინდივიდუალურად მსგავს აქტივობებში თანამონაწილეობას თავისი წვლილი შეაქვს იმ კუთხით, რომ გარემოზე ზრუნვა ჩვენს ყოველდღიურ ეკოჩვევად ვაქციოთ“.

ისევე, როგორც გასულ წელს, დასუფთავების ფესტივალში ამჯერადაც ჩაერთო „თეგეტა გრინ პლანეტი“. ჰოლდინგის შვილობილი კომპანია სწორედ გარემოზე ზრუნვის ეგიდით 2022 წელს შეიქმნა და მას შემდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აქცია.

 „თეგეტა გრინ პლანეტში“ აცხადებენ, რომ სხვადასხვა სექტორის ჩართულობა გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და ჯანსაღი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი „სადაგის“ ინიციატივას — ტურისტული თვალსაზრისით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურორტის, ბაკურიანის, დალაგებას.

თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ უმნიშვნელოვანესი საკითხია ნარჩენების ეფექტიანი მართვა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. როცა მსგავს აქტივობაში მოქალაქეებიც მონაწილეობენ, გარემოზე ზრუნვის იდეა პრაქტიკულ გამოხატულებას პოულობს. ამიტომაა მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა“.

ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მოხალისეების თბილისიდან ბაკურიანამდე ტრანსპორტირება „სადაგმა“ უზრუნველყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია სამი წელია არსებობს და თვეში რამდენჯერმე ალაგებს სხვადასხვა ტერიტორიას. ორგანიზაციის ინიციატივით, ბაკურიანის დასუფთავების ფესტივალი პირველად შარშან გაიმართა.

მაია მესტუმრე, „სადაგის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „წლევანდელი ფესტივალი დაბა ბაკურიანისა და მის მიმდებარედ ტყეების, მინდვრებისა და გზისპირების დასუფთავებას მოიცავდა. როცა ეკოფესტის ორგანიზების იდეა გაჩნდა, ჩვენი მიზანი იყო, ადგილობრივებისა თუ დამსვენებლებისთვის გვეჩვენებინა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც საგანგებოდ ჩადიან ბაკურიანში და მზად არიან, სხვისი დაყრილი ნარჩენი აიღონ. ამ მაგალითით სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი, პროცესს შემოერთებოდნენ.

შარშან ასობით მოხალისე ჩაერთო ფესტივალში და აქტივობა წელსაც ძალიან მაღალი იყო. გვიხარია, რომ არაერთ კომპანიას აქვს მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობა და ისინი მზად არიან, ჩვენთან ერთად თუ ჩვენ გარეშე დაალაგონ და მოუარონ ამ ქვეყანას.

მჯერა, რომ თანდათან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იზრუნებს ქვეყნის დალაგებაზეც და სისუფთავის შენარჩუნებაზეც. ჩვენი მიზანიც ესაა: ადამიანებმა მეტად დაიწყონ ფიქრი ეკოლოგიაზე და გააცნობიერონ, რომ დაგდებული ერთი ნაყინის ქაღალდი თუ პლასტიკის ბოთლი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე“.

ეკოფესტში 400-მდე მოხალისე მონაწილეობდა. შეგროვდა 86,500 ლიტრზე მეტი ნარჩენი. წელსაც, ისევე როგორც შარშან, ორდღიანი ფესტივალი, დალაგებასთან ერთად, სახალისო შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებსაც მოიცავდა, მათ შორის, სემინარს გარემოს დაცვის საკითხებზე, ცოცხალ კონცერტს, ბარბექიუს და სხვა.

ფესტივალის მიზანი წელსაც უცვლელია: მოქალაქეებს შეახსენოს არდანაგვიანების მნიშვნელობა და ჩამოუყალიბოს გარემოს დაცვისა და დასუფთავების ჩვევა; დაეხმაროს მათ გარემოზე ზრუნვის პროცესში თითოეული ჩვენგანის როლის გაცნობიერებაში.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

    

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...