„ჯილი საქართველო“ ახალი მოდელების წარსადგენად ემზ...
· „ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება საქართველოს საავტომობილო ბაზარს მალე მაღალტექნოლო...
|
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი.
ნიკა მაღრაძე, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალის დირექტორი: „ჩვენთვის მომხმარებლის კომფორტი და უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „თეგეტა მოტორსში“ გამუდმებით ვქმნით და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს, რომლებიც ავტომობილის მფლობელებს მომსახურებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. გვესმის, რომ დრო მნიშვნელოვანია, ამიტომ შევეცადეთ, საავტომობილო ინდუსტრიისთვის შეგვეთავაზებინა განსაკუთრებული სიახლე, რომელიც ჩვენს მომხმარებელს სერვისცენტრში გატარებულ წუთებს კიდევ უფრო შეუმცირებდა. ზეთის, საბურავისა და აკუმულატორის შეცვლის დრო 20 წუთამდე დავიყვანეთ. გვჯერა, რომ სწრაფი სერვისების ამოქმედებით მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვას კიდევ უფრო გავუიოლებთ.
სწრაფი სერვისების მისაღებად მომხმარებელმა ვიზიტი წინასწარ უნდა დაიჯავშნოს „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციით ან ქოლცენტრში დარეკვით ნომერზე: 032 226 44 44.
პროცედურა მარტივია: „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციაში მომხმარებელი ირჩევს ვიზიტის დაჯავშნას, მონიშნავს უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ფილიალს და მომსახურებაში აირჩევს სასურველ სერვისს, მიუთითებს ფილიალში მისვლის დროს, საათსა და პროდუქციას, რომელსაც სერვისის მრჩეველი ადგილზე გამზადებულს დაახვედრებს.
„თეგეტა მოტორსის“ უნივერსიტეტის ქუჩის ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევამდე 09:30-დან 21:00 საათმდე, შაბათს - 18:30 საათამდე, ხოლო კვირას - 18:00 საათამდე.
სწრაფი სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი დამატებითი შეთავაზებითაც ისარგებლებს. გადახდილი თანხის ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ ლოიალობის ბარათზე, კატეგორიების მიხედვით, ქულების სახით დაუბრუნდება: კლასიკ ბარათზე - 5%, სილვერზე - 7%, გოლდზე - 15%, პლატინაზე - 17%.
---
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
· „ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება საქართველოს საავტომობილო ბაზარს მალე მაღალტექნოლო...
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციურ ინიციატივას და Microsoft-ის პარტნიორი ხდება AI Fintech & Insurtech Accelerator პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური ეკ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს სააღდგომოდ, ტრადიციულად, მათზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. სააღდგომო შეთავაზებების კვირეული 12 აპრილს დაიწყება და ყველა კატეგორიას &...
12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...
თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...
PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი. მსოფლიოს განვითარებული ქვ...
კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები