1 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესების მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი - მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად.

შეთავაზებები თიბისის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ორი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის მიერ, 5 000 000 ლარის გამოყოფას გულისხმობს. 


TBC x GLOVO 

თიბისი და გლოვო იმ მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, რომლებსაც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავლის წყარო. აღნიშნული ბიზნესების პროდუქციის Glovo-ზე განთავსების საკომისიო გადასახადს თიბისი სრულად დაფარავს.  მომხმარებლები კი, რომლებიც Glovo-დან მათ პროდუქციას შეიძენენ, თიბისის ბარათებზე დამატებით, 40%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობას, 27 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, თიბისის ბარათების მფლობელები შეძლებენ. 


TBC x MYMARKET

თიბისი და MyMarket.ge იმ მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, რომლებიც არსებული ვითარების გამო, გაუქმებულ საშობაო მარკეტებში ვერ იღებენ მონაწილეობას. სპეციალურად მათთვის, MyMarket-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა და მასში ჩართვას HAPPYEUYEAR-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესები შეძლებენ.

მომხმარებლები, რომლებიც “ევროპული საახალწლო ბაზრობის” კატეგორიაში განთავსებულ  პროდუქციას MyMarket -ზე შეიძენენ, თიბისის ბარათებზე 40%-იან ქეშბექს მიიღებენ და პროდუქციის მიტანის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. შეთავაზება ძალაშია 18 იანვრის ჩათვლით. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...