თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდის წარმატების ერთ-ერთ საიდუმლოდ კაიზენის ფილოსოფიისადმი ერთგულება მიიჩნევა, რაც სრულყოფილებისკენ მუდმივ სწრაფვას გულისხმობს. ამ ფილოსოფიის მხარდასაჭერად Toyota ყოველწლიურად აფასებს სადილეროებს სხვადასხვა ტიპის KPI-ებით, რომლებიც ბიზნესის ყველა საკვანძო მიმართულებას მოიცავს.
კაიზენის გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი კონკურენციაა. კავკასიის რეგიონში ყოველწლიურად ფასდება სამი ქვეყანა: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. 2024 წლის მონაცემებით, „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ უმაღლესი ქულა დააგროვა და სხვა დილერებს შორის მოწინავე პოზიცია დაიკავა, რის აღსანიშნავადაც კომპანიას სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.
მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „დიდი კონკურენციის პირობებში კაიზენის KPI-ების შესრულება ყოველწლიურად რთულდება, თუმცა „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი და 2024 წელს სწორედ ჩვენ გავხდით რეგიონში ლიდერები. კომპანიამ გლობალური ჯილდო დაიმსახურა, უმაღლესი შეფასებების მიღების შემდეგ, ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა მომხმარებლის კმაყოფილების მაჩვენებელი, მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება, სერვისის სისწრაფე, თანამშრომლების ჩართულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურა. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კომპანია შეფასდა ყველა კრიტერიუმით, რომელიც საოპერაციო ნაწილთან არის დაკავშირებული.
ჩვენთვის Kaizen Global Award არის საერთაშორისო აღიარება და დასტური იმისა, რომ ჩვენს საქმიანობაში წარმატებით ინერგება კაიზენის მეთოდოლოგია. ეს ჯილდო გადაეცემათ ორგანიზაციებს, რომლებმაც გააუმჯობესეს პროცესები, გაზარდეს ხარისხი, შეამცირეს ხარჯები და გააუმჯობესეს სამუშაო კულტურა. მსგავსი ჯილდოს მიღება ნიშნავს, რომ კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე, სრულად აკმაყოფილებს ტოიოტას სტანდარტებს და პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომლებიც შესაძლოა, ავტომობილის მიწოდებასთან და მის მომსახურებასთან იყოს დაკავშირებული. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ტოიოტას გლობალური პრინციპებით და ყოველთვის ვართ პირველები სიახლეების დანერგვაში“.
კაიზენი (Kaizen) იაპონურ ფილოსოფიაში უწყვეტ გაუმჯობესებას გულისხმობს მცირე, ეტაპობრივი ცვლილებებით, რაც დროთა განმავლობაში ზრდის ეფექტიანობას, პროდუქტიულობასა და ხარისხს. კაიზენის პრინციპები პირველად იაპონურ წარმოებაში განვითარდა, განსაკუთრებით Toyota-ს საწარმოო სისტემაში. ეს მიდგომა დღემდე ტოიოტას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტია და განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვასთანაა ასოცირებული. „კაი“ ნიშნავს „ცვლილებას“, ხოლო „ზენ“ - „უკეთესობისკენ“. ტოიოტას კაიზენი არის უწყვეტი გაუმჯობესების კულტურა, რომელიც კომპანიის ყველა ასპექტში აისახება და ხელს უწყობს გრძელვადიანი წარმატების მიღწევას. კაიზენის პრინციპები მომხმარებლის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. კომპანიები, რომლებიც კაიზენის პრინციპებით მოქმედებენ, ამცირებენ მომსახურების დროს, უმატებენ სისწრაფესა და ეფექტიანობას, სტაბილურად ამუშავებენ უკუკავშირს და მის საფუძველზე აუმჯობესებენ სერვისს, მუშაობენ თანამშრომლების უწყვეტ განვითარებაზე, რაც საბოლოოდ ზრდის მომსახურების ხარისხს.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული და კაიზენის პრინციპების დამცველი კომპანია, ცდილობს, ყოველწლიურად გაზარდოს და გააუმჯობესოს მომხმარებლის კმაყოფილების ხარისხი. მომხმარებელზე მორგებული კონცეპტის ფარგლებში, კომპანია იაპონური ბრენდით დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სერვისსა თუ პროდუქტს ერთი ფანჯრის პრინციპით სთავაზობს. 2025 წელს ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კი კომპანიისთვის დიგიტალიზაციაზე გაკეთდება, რაც მომხმარებლებისთვის სერვისების მიღებას კიდევ უფრო გაამარტივებს.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები