2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემამ - Global Finance, თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. თიბისი კაპიტალმა აღნიშნული ჯილდო Global Finance-ისგან ზედიზედ მეორედ მიიღო.

საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, ინოვაციური შესაძლებლობები, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე.

თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საინვესტიციო საბანკო სექტორში და აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. 2021 წლის განმავლობაში, თიბისი კაპიტალმა 314,300,000 ლარისა და 1,118,000,000 დოლარის ოდენობის,

 ჯამში 9 ობლიგაცია განათავსა, რაც როგორც თიბისი კაპიტალის წლიური განთავსებებისთვის, ისე საქართველოსთვის, რეკორდული მაჩვენებელია.

 

როგორც ბიზნესის, ასევე ფიზიკური პირების მხრიდან, გაზრდილია მოთხოვნა ინვესტიციის ალტერნატიულ საშუალებებსა და დანაზოგის ეფექტურად მართვაზე. აღნიშნულ ტენდენციაზე საპასუხოდ, თიბისი კაპიტალი დაინტერესებულ პირებს საბროკერო მომსახურებას სთავაზობს. ამ შესაძლებლობას თიბისი კაპიტალის სავაჭრო პლატფორმის განახლებაც დაემატა. პლატფორმის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია ფასიანი ქაღალდებით მსოფლიოს 20 ქვეყანაში, 60-ზე მეტ საფონდო ბირჟაზე ივაჭროს. პლატფორმა მოიცავს როგორც ვებ, ასევე მობილურ ვერსიებს, რაც ტრეიდინგის პროცესს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.

 

აქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, კვლევების მიმართულება თიბისი კაპიტალისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებელს წვდომა აქვს მაკროეკონომიკურ და სექტორულ ანალიზზე, სწრაფ განახლებებსა და პროგნოზებზე. 2021 წელს თიბისი კაპიტალმა კაპიტალის გლობალური ბაზრის ანალიზის გამოქვეყნებაც დაიწყო, რაც მომხარებელს საშუალებას აძლევს ინფორმირებული იყოს საერთაშორისო ტენდენციების შესახებ და უცხოურ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების გადაწყვეტილება სიღრმისეულ ანალიზზე დაყრდნობით მიიღოს.

 

„საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელება იმის დასტურია, რომ პარტნიორების საჭიროებებს წარმატებით ვპასუხობთ. ჯილდო, თიბისი კაპიტალის მიერ საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, 2021 წელს ყველაზე მეტი განხორციელებული ტრანზაქციის შედეგია. საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ საბროკერო მიმართულებას. ნათლად დავინახეთ დანაზოგის დივერსიფიცრიების საჭიროება. ასევე, საინვესტიციო ბაზარზე განათლების ამაღლების აუცილებლობაც. სწორედ ამიტომ, ტრეიდინგის ვებ-პლატფორმა კიდევ უფრო დავხვეწეთ, შევქმენით მობილური აპლიკაცია და განახლებულ ინფრასტრუქტურაში საგანმანათლებლო პორტალიც ჩავაინტეგრირეთ“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...