0 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მოსწავლეები რეგიონებიდან და 3 წუთში შეცვლილი მომავალი

ჩართე წეროვანი, ჩოხატაური, წყალტუბო ან  პანკისი და დააკავშირე საქართველოს რეგიონები მსოფლიოსთან ინტერნეტის საშუალებით. პლატფორმა "ჩართე“ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების დასახმარებლად შეიქმნა. ვებ. გვერდზე წაიკითხავთ თინეიჯერების ისტორიებსა და მათ სურვილებს, - ზუსტად იციან რაში სჭირდებათ კომპიუტერი და ინტერნეტი, - ყველას კონკრეტული მიზანი აქვს.

წარმოიდგინე სიტუაცია, თითქოს ახალგაზრდების მომავლის, მათი ცხოვრების შეცვლა სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია. ახლა "ჩართეს“ პლატფორმა გახსენი და წამზომიც მოიმარჯვე. 3 წუთში თანხა ელენეს, ზურას, ვაჟას ან თეკლეს ანგარიშზე გადაირიცხება და მათი ყოველდღიურობაც იცვლება, -  წარმოსახვაში კი არა, რეალურ დროსა და სივრცეში.

„ჩართე“ 2017 წელს საგანმანათლებლო ფონდის,  Educare Georgia-ს მიერ შეიქმნა. ამ ეტაპზე, ჩვენს პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 2 300-ზე მეტი ყოველთვიური მხარდამჭერი, ისინი არიან ფიზიკური პირები, ვინც საკუთარი სურვილით, მათთვის მისაღებ თანხას მოზარდებს ურიცხავენ.  ამის გარდა, პერიოდულად გვიკავშირდებიან და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიებთან თუ ორგანიზაციებთან. რაც შეეხება მუშაობის პრინციპს, ჩავდივართ რეგიონებში და  სკოლებისაგან გამოვითხოვთ სიას სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების  შესახებ, რომლებსაც არ აქვთ წვდომა კომპიუტერსა და ინტერნეტზე”, - მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ "ჩართეს“ ოპერაციების მენეჯერი.

 

დღეს საქართველოში 78 000  სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. მათ დასახმარებლად უკვე ასობით შემომწირველი "ჩართეს“ გარშემო შემოიკრიბა. დიდი ხანია ჩართესთან თანამშრომლობს თეგეტა ჯგუფიც. ძალების გაერთიანებით ხომ უფრო მეტი ადამიანის გახარებაა შესაძლებელი. ამ მეგობრობას ახლა პლატფორმა tegeta.care შეემატა, რაც დახმარების მსურველებს საქმეს კიდევ უფრო უადვილებს, შედეგად კი სულ უფრო მეტი მოზარდი მსოფლიო ქსელში ერთვება. პროცედურა ამ შემთხვევაშიც მარტივია: ადვილად მიაგნებთ "ჩართეს’’ და შემდეგ სულ ოთხი ველის შევსებით დონაციას განახორციელებთ.

 

"თეგეტა უკვე რამდენიმე წელია ჩართეს ერთგული მხარდამჭერია. იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონში, კომპანიამ წლების განმავლობაში დაახლოებით 50 მოსწავლის კომპიუტერი და ინტერნეტი დააფინანსა, სამეგრელოში მცხოვრები მოსწავლეებისთვის კი თეგეტას მხარდაჭერით ერთ-ერთი პირველი ტრენინგებიც ჩავატარეთ მედიაწიგნიერების, ფინანსური და ონლაინ განათლების მიმართულებით. ამიტომ, სიამოვნებით დავთანხმდით თანამშრომლობის ასეთი ფორმით გაგრძელებასაც.  ვფიქრობთ, ერთად კიდევ უფრო მეტ ახალგზარდას დავეხმარებით“, - მარიამ მჭედლიშვილი, პროექტ "ჩართეს“ ოპერაციების მენეჯერი.

დღეს ინტერნეტი მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღებისა თუ სრულყოფილი ცხოვრების უმთავრესი და ხშირად, ერთადერთი წყაროა. ახალგაზრდები ინტერნეტით სწავლობენ უცხო ენებს, უყურებენ ფილმებს, თვალს ადევნებენ მსოფლიო სიახლეებს, იჩენენ მეგობრებს და მუშაობენ დისტანციურად. 

თუ გინდა, რომ უკეთესი ცოდნის მიღების შესაძლებლობა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს, ჩაურთე ინტერნეტი სოციალურად დაუცველ მოსწავლეს და იზრუნე განათლებაზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...