1 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პორშე ცენტრი თბილისის ყველა თანამშრომელი აცრილია

თეგეტა მოტორსი ჰოლდინგში შემავალ კომპანიებთან ერთად, თანამშრომელთა და მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და  დაცვის მიზნით  განაგრძობს ვაქცინაციის  კამპანიას "თეგეტა მწვანე ზონა“.  პორშე ცენტრი თბილისი პირველი აღმოჩნდა, სადაც ყველა თანამშრომელი უკვე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არის აცრილი.

დღეიდან პორშე ცენტრი თბილისიმწვანე ზონაა და დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე შოურუმში მისულ მომხმარებელს ვაქცინირებული თანამშრომლები მოემსახურებიან. პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში კომპანია აცნობიერებს პასუხისმგებლობას როგორც დასაქმებულების, ასევე მომხმარებლის მიმართ. თბილისის პორშეს ცენტრის მიზანია დაიცვას მისი გუნდის წევრები, მომხმარებელი და ამასთან წვლილი შეიტანოს პანდემიის დამარცხებაში. კომპანიაში, რომელსაც ქართულ ბაზარზე საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს, თანამშრომელთა 100% უკვე აცრილია.

"პორშე ცენტრი თბილისის გუნდისთვის მნიშვნელოვანია ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენთვის თანამშრომლების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია. ვაქცინაციას კი წესების დაცვასთან ერთად, პანდემიის შესაჩერებლად, ალტერნატივა არ აქვს. დიდი მადლობა ჩვენს თითოულ თანამშრომელს აქტიურობისთვის და პასუხიმგებლობისთვის“ –  ამბობს პორშე ცენტრი თბილისის დირექტორი  პეტრე წაქაძე

ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაზრდელად, თეგეტა ჰოლდინგის ყველა თანამშრომლისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით,  2 კვირაა აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. კომპანია თამაშრომლებს იმუნიზაციის პროცესში ეხმარება, როგორც რეგისტრაციის ასევე ვაქცინააციის კაბინეტებში ტრანსპორტირების უზუნველყოფით.თეგეტას გუნდის წევრებს ყოველდღიურად ეგზავნებათ ცნობიერების ასამაღლებელი ინფორმაცია სანდო წყაროებზე დაყრდნობით. კვირაში ერთხელ იმართება შეხვედრა პროფესიონალებთან, ექიმებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან, რომლებიც თეგეტელების კითხვებს პასუხობენ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. საორგანიზაციო და საინფორმაციო ნაწილის გარდა, კამპანია წამახალისებელი საჩუქრებს და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...

  • 15:28

    თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...

    თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა.  ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...

  • 15:08

    წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესდა - თიბისი ...

    თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...

  • 12:12

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო. ...

    PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...