1 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგის და სკუტ სკუტის სპეციალური შეთავაზება ვესპას შეძენისას

თიბისი ლიზინგის და სკუტ სკუტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში, სასურველი ვესპას შეძენისას განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებთ: Giggles-ის 300 ლარიან ვაუჩერს იზიპიზის სათვალის შესარჩევად, იტალიური პრემიუმ ბრენდის,Tucano Urbano-ს ჩაფხუტს ან ხელთათმანს. აქცია ძალაშია 1-ელ სექტემბრამდე.

ვესპა პირველი სკუტერია მსოფლიოში, რომლის მოყვარულებიც უკვე 70 წელზე მეტია სპონტანურ და თავისუფალ ცხოვრების სტილს იზიარებენ. მისი გამორჩეული მახასიათებლებია:

ფერები - მუდმივად მბზინავი და მკვეთრი ფერები თავს მარტივად დაგამახსოვრებთ, რაც იტალიური, სამ დონიანი, შეღებვის ტექნოლოგიის დამსახურებაა.

მეტალის მთლიანი კორპუსი - თუ სხვა სკუტერების და მოპედების კორპუსი რამდენიმე პლასტმასის ნაწილისგან შედგება , ვესპა ერთ მთლიან მეტალის კორპუსზეა აწყობილი, რაც მის მუდმივ სიმყარეს უზრუნველყოფს.

სამუხრუჭე და ამორტიზაციის სისტემა - ვესპას საუკეთესო სამუხრუჭე და ამორტიზაციის სისტემა აქვს, რაც მას სირბილეს და კომფორტულობას სძენს.

რაც შეეხება იზიპიზის, ის 2010 წელს სამმა მეგობარმა ცხოვრების განსაკუთრებული მომენტებისთვის შექმნა. ყველაზე ფერადი მოდელები ბიოდეგრადირებადი, მაღალი ხარისხის პოლიკარბონისგანაა წარმოებული და მთელი ოჯახისთვისაა გათვლილი. თითოეული მოდელი შთაგონებულია ბუნების ფერებით და ადამიანის განწყობის გაუმჯობესების იდეით.

 საქართველოში 2017 წლიდან ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია Giggles-ია.

„სეზონიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გაზრდილია მომართვიანობა ორბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებების დაფინანსებაზე, სწორედ ამიტომ, გვინდოდა კიდევ უფრო წაგვეხალისებინა მომხმარებელი და სკუტ სკუტთან თანამშრომლობით შეგვექმნა აქცია, რაც საჭირო ნივთების ჩუქებას მოიაზრებდა. ამ ეტაპზე თანამედროვე ბრენდის სათვალეების სასაჩუქრე ვაუჩერს,  Tucano Urbano-ს განსაკუთრებით გამძლე და უსაფრთხო ჩაფხუტებსა თუ ხელთათმანებს მოვიაზრებთ. იმედი გვაქვს, აღნიშნული შეთავაზებით ბევრი ადამიანი დარჩება კმაყოფილი“, - ეკატერინე ანჯაფარიძე, თიბისი ლიზინგის ავტომოტივის ხელმძღვანელი.

„სკუტ სკუტი ქართულ ბაზარზე 2016 წელს, სკუტერების გაქირავების სერვისით გამოჩნდა, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით ერთ წელში ვესპა და ჰონდა შემოვიყვანეთ, რაც 2019 წელს პირველი მაღაზიის გახსნით დაგვირგვინდა. ღრმად გვწამს, რომ „მალე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით“, იმიტომ რომ ორბორბლიანი ტრანსპორტი მომავალია, გადაადგილების მარტივი გზა. ამ იდეის გარშემო გავერთიანდით თიბისი ლიზინგთან და გადავწყვიტეთ კიდევ უფრო წავახალისოთ მომხმარებელი, რომელსაც ვესპას შეძენაზე ეფიქრება“, - თამუ ცხადაძე,  სკუტ-სკუტის წარმომადგენელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...