Porsche 911 GT3-ის ახალი რეკორდი ნიურბურგრინგის ტრ...
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმე...
|
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.
www.tbcpayments.ge სწორედ ასეთი პლატფორმაა, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია რაც ბაზარზე ჩაეშვა. ეს არის გადახდების მართვის ციფრული პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი მრავალი ისეთი სერვისი თუ მომსახურება, რომლებსაც მომხმარებლები ადრე სხვადასხვა ადგილას გაფანტულად იღებდნენ.
რაც მთავარია, tbcpayments.ge-ზე შენი ბიზნესის გადახდების მართვას და დინამიკაზე დაკვირვებას, დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად შეძლებ, ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში.
პლატფორმაზე შეგიძლია თვალი ადევნო გადახდების ისტორიას, მოითხოვო გადახდის რეპორტი სასურველ ფორმატში, გაეცნო მიღებული ტრანზაქციების დეტალურ ანალიტიკას და შეუკვეთო ან გააუქმო გადახდის მეთოდები.
საძიებო პარამეტრებსა თუ ფილტრზე დაყრდნობით შესაძლებელია სასურველი ტიპის ტრანზაქციული ამონაწერის ამოღება Excel, XML, CSV ფორმატში ქართულ და ინგლისურ ენებზე.
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს უკვე 3000-ზე მეტი ბიზნესი იყენებს, ეს უმარტივებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას, ზოგავს კომპანიის თანამშრომლების დროსა და რესურსს, გაცილებით ამარტივებს პროცესებს და კომპანიის ფინანსურ საქმიანობაზე დაკვირვებას.
„ოქტოპუს ფიტნეს კლუბი“ სავარჯიშო დარბაზების ქსელია, რომელმაც მომსახურების ხარისხითა და მრავალფეროვნებით მალე მოახერხა თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე. „ოქტოპუსში“ tbcpayments.ge-ს შექმნის დღიდანვე წარმატებით იყენებენ.
„დროის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია tbcpayments.ge-ს გამოყენება, რაც ძალიან პრაქტიკულია. თუ მაინტერესებს რომელიმე ტრანზაქცია, ან მერჩანტის კოდი თუ ქვითარია მოსაძებნი, ჩვენ ბევრი ტერმინალი გვაქვს კომპანიაში და პირველ რიგში თიბისი გადახდების პლატფორმას ვიყენებთ“, - მარიამ პაპიაშვილი, „ოქტოპუს ფიტნეს კლუბი“.
tbcpayments.ge-ს მომხმარებელია „სკა ჯუს ბარიც“, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღი კვების რაციონს სთავაზობს და თბილისში რამდენიმე ბარით არით წარმოდგენილი.
„სკა ჯუს ბარში“ tbcpayments.ge-ს უფრო მეტად პოს ტერმინალების ამონაწერების აღრიცხვისთვის იყენებენ.
„შემიძლია ნებისმიერ დროს შევიდე სისტემაში და ვნახო ჩვენი პოსტ ტერმინალების დეტალური ამონაწერი. tbcpayments.ge-ი ძალიან ბევრ ინფორმაციას იძლევა, რომლის გაფილტვრა და დახარისხებაც შესაძლებელია. კარგი იქნება თუ ტერმინალის ტიპსაც მივუთითებთ ინტეგრირებულია თუ არა ინტეგრირებული, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს საქმეს“, - ნათია ბეგიაშვილი, „სკა ჯუს ბარი“.
პლატფორმას უკვე დიდი ხანია ტრანზაქციების სამართავად იყენებენ რესტორნებში „ნინიას ბაღი“ და „შავი ლომი“ .
„tbcpayments.ge-მ საბუღალტრო საქმიანობა ძალიან გაამარტივა, ტერმინალებიდან მთლიანი შემოსავლები როცა მაინტერესებს ამ პლატფორმას ვიყენებ. საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა და ძალიან მოსახერხებელია“, - თეა ხარაზიშვილი „ნინიას ბაღი“ და „შავი ლომი“.
დღეს ბიზნესი ძალიან დინამიური, სწრაფი და ცვალებადია, კომპანიები ყოველდღიურად ათასობით ტრანზაქციას იღებენ ონლაინ გადახდის მეთოდებითა და ტერმინალებით, გადახდების მართვის პროცესი ციფრულად კი თიბისისთან ერთად გაცილებით მარტივია.
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმე...
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ,...
თიბისიში ბიზნესსესხის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სესხი 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკიდან აიღონ და ამისათვის დამატებითი პროცე...
კურასეპტი PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია. ყოველწლიურად PSP-სა და კურასეპტის პარტნიორობით სპეციალისტებისთვის - სტო...
თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი ...
გაზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათედ გაიმართება, მსმენელს მრავალფეროვან ...
9 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე აზიური სამზარეულოს რესტორანი „ბანგკოკი“ გამოჩნდა, რომელსაც ქართულ გემოებთან ადაპტირებული მენიუ გამოარჩევს. ერთი მხრივ, მიზანი აზიური კერძების პოპულარიზაცია ი...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები