1 9 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ქალებისთვის“ - მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო

„თეგეტა აკადემიაში“, პროექტის „თეგეტა ქალებისთვის“ ფარგლებში, მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო. პროექტი შესაძლებლობას აძლევს სფეროთი დაინტერესებულ ქალებს, უსასყიდლოდ გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება და დაეუფლონ ახალ პროფესიას. 40-მდე კანდიდატიდან გასაუბრების საფუძველზე შერჩეულმა 10-მა სტუდენტმა აკადემიაში სწავლა 19 აგვისტოს დაიწყო. მათ სწავლის დაწყება „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ქავთარაძემ და მენეჯმენტის წარმომადგენლებმა მიულოცეს.  

პროექტის მონაწილეები ავტომობილის ზოგადი აგებულების  თეორიული კურსის გავლის შემდეგ გამოცდილი მენტორების დახმარებით მათთვის საინტერესო მიმართულების პრაქტიკულ ნაწილს დაეუფლებიან. მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა „თეგეტა აკადემიაში“ კონკრეტულად ქალებისთვის განკუთვნილი პირველი კურსია. სწავლებისა და სტაჟირების ეტაპი 6 თვიდან 1 წლამდე გრძელდება, შესაბამისი მიმართულების მიხედვით. თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული მიმართულებები მოიცავს როგორც სავალი ნაწილის შეკეთებას, ისე ელექტროდიაგნოსტირებასა და სწრაფი სერვისების ნაწილს.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „მოსწავლე მექანიკოსების მოსამზადებელი პროგრამა „თეგეტა აკადემიაში“ დიდი ხანია გვაქვს და ახლა შევეცადეთ, უფრო სტრუქტურული სახე მიგვეცა და ქალებს დავხმარებოდით პროფესიის შეძენაში. შევიმუშავეთ მოდელი, რომლის ფარგლებშიც აპლიკანტები 1 თვის განმავლობაში „თეგეტა აკადემიაში“ ინტენსიურ თეორიულ ტრენინგს გაივლიან და შეისწავლიან მსუბუქი ავტომობილის საბაზისო აგებულებას ყველა მიმართულებით. ამის შემდეგ აკადემია უზრუნველყოფს „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრში პრაქტიკის  გავლას, სადაც პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, არჩეული მიმართულების მიხედვით  პრაქტიკული ცოდნა შეიძინონ გამოცდილ მენტორებთან. მიმართულების არჩევა დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, მონაწილეების სურვილზე და, მეორე მხრივ, ტრენინგების მიმდინარეობისას მათ მიერ გამოვლენილ შესაძლებლობებზე. აპლიკანტები ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობის განმავლობაში, შესაბამისი უნარების გამოვლენის შემთხვევაში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ „თეგეტაში.“  

 

ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანიაში, რომელიც მრავალი წელია ზრუნავს ავტოინდუსტრიის განვითარებაზე, სჯერათ, რომ პროფესიული არჩევანი არ შეიძლება გენდერული ნიშნით იყოს განსაზღვრული.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: თეგეტაში გვჯერა, რომ პროფესიულ ინტერესს არ განსაზღვრავს გენდერი. სწორედ ამის დასტურია „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი პროგრამაც „თეგეტა ქალებისთვის“, რომლის მიზანი პროფესიული ცოდნის გაზიარების მხრივ ქალთა მხარდაჭერაა და დასაქმების სრულიად ახალ შესაძლებლობას ქმნის. აპლიკანტებს არანაირი საბაზისო ცოდნა არ მოეთხოვებოდათ, გადამწყვეტი მათი მოტივაცია და ახალი პროფესიის შეძენის სურვილი იყო. ჩვენი მიზანია გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევა, განსაკუთრებით თეგეტას საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც მუდამ ვზრუნავთ სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე. ვფიქრობ, რომ ეს კურსი ქალებს დაეხმარებათ იპოვონ მათთვის საინტერესო მიმართულება და პროფესიულად განვითარდნენ.“


პროექტის მონაწილე ქალების სწავლასა და კარიერულ განვითარებაზე „თეგეტა აკადემიის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მენტორები იზრუნებენ. სტუდენტებს „თეგეტა აკადემიაში“ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და კარიერის შექმნის ეტაპზე, სრული მხარდაჭერა ელით.  

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...