„ჯილი საქართველო“ ახალი მოდელების წარსადგენად ემზ...
· „ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება საქართველოს საავტომობილო ბაზარს მალე მაღალტექნოლო...
|
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
Global Finance-ის პირველი რეგიონული და რიგით მე-4 ადგილობრივი ჯილდო, თიბისი კაპიტალის ბაზრის წილმა, გარიგებების რაოდენობამ და მოცულობამ, მომსახურებისა და რჩევების ხარისხმა, ინოვაციურმა პროდუქტებმა და შესაძლებლობებმა, კონკურენტუნარიანმა ფასებმა და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა რეპუტაციამ განაპირობა.
საინვესტიციო საბანკო საქმიანობა
თიბისი კაპიტალი რჩება წამყვან საინვესტიცო ბანკად საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე. 2024 წელს, თიბისი კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის წილმა - 60%, ჯამში 20 ადგილობრივი და საერთაშორისო განთავსების მთლიანმა მოცულობამ კი, $800 მლნ შეადგინა (აღნიშნული ინფორმაცია არ მოიცავს IFI ტრანზაქციებს).
2024 წელს, კიდევ უფრო გაფართოვდა თიბისი კაპიტალის საქმიანობა საერთაშორისო ბაზარზე და თიბისი უზბეკეთმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $13 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა.
კვლევები
2024 წლის განმავლობაში, მაკროეკონომიკური, სექტორული და კაპიტალის ბაზრების ჯამში 200 პუბლიკაციით, თიბისი კაპიტალი ბიზნესლიდერებსა და ინვესტორებს, სწორი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარა.
საბროკერო მიმართულება
2024 წელს, საბროკერო მიმართულებით, მართული აქტივების მოცულობა, 2023 წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა და $1 მლრდ შეადგინა. ზრდა თიბისი კაპიტალის მუდმივად განვითარებადმა მომსახურებამ განაპირობა, რაც გულისხმობს პერსონალური მრჩევლის მომსახურებას ფიზიკური პირი ინვესტორებისთვის და კორპორაციების შემთხვევაში - ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაში დახმარებას.
აღსანიშნავია, რომ თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას მხოლოდ 2024 წელს, 75 ათასზე მეტი ახალი მომხმარებელი დაემატა.
საკონსულტაციო მომსახურება
2024 წელს, თიბისი კაპიტალმა M&A მიმართულებით, ჯამში $40 მლნ-ის მოცულობის, ფინტექ ინდუსტრიაში - 2 საერთაშორისო, ჯანდაცვისა და განათლების სექტორში კი 2 ადგილობრივი ტრანზაქცია განახორციელდა.
კაპიტალის ბაზრის პირველი საერთაშორისო კონფერენცია
Global Finance-ის ჯილდოები თიბისი კაპიტალის მასშტაბურმა ღონისძიებამაც განაპირობა - ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, თიბისი კაპიტალმა 2024 წელს ახალი ინიციატივით უპასუხა და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის ისეთმა წამყვანმა მოთამაშეებმა, როგორებიც არიან: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქართველი ემიტენტები და სხვა.
· „ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება საქართველოს საავტომობილო ბაზარს მალე მაღალტექნოლო...
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციურ ინიციატივას და Microsoft-ის პარტნიორი ხდება AI Fintech & Insurtech Accelerator პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური ეკ...
თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს სააღდგომოდ, ტრადიციულად, მათზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. სააღდგომო შეთავაზებების კვირეული 12 აპრილს დაიწყება და ყველა კატეგორიას &...
12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...
თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...
PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი. მსოფლიოს განვითარებული ქვ...
კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები