1 6 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნახე როგორია ახალი თაობის სამუშაო გარემო თიბისიში

#გახდითიბისელი

 

თიბისი ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინონ ახალი ინტერესები და მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება, იპოვონ საკუთარი თავი, საყვარელი საქმე და მიზნები რეალობად აქციონ. 

 

თავისუფლების მოყვარულები, ინდივიდუალურები, რეალისტები და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულები - ამ მახასიათებლებით გამოირჩევიან ახალი თაობის წარმომადგენლები თიბისიში. 

 

„თიბისი ყოველთვის გაძლევს შესაძლებლობას საკუთარი, პოტენციალი მაქსიმალურად გამოამჟღავნო, მუდმივად რაღაც ახალს ქმნი და დიდ იდეებს ეთამაშები. ეს ყველაფერი გეხმარება, რომ შემოქმედებითად ბევრად თავისუფალი და გაბედული იყო“ - გვიზიარებს თამუნა კონტრიძე, თიბისის ახალი თაობის გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი .

 

ნინი რიჟამაძე 22 წლისაა და თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსია. თიბისიში მუშაობა სტაჟირების პროგრამით დაიწყო და თავისი კარიერის პირველი ეტაპი მარკეტინგის გუნდში გაიარა, სადაც მონაცემების მიმართ თავისი ინტერესი აღმოაჩინა და პროფილი თიბისიშივე შეიცვალა.  

 

“თიბისიში მრავალფეროვანი სამუშაო შენს ყოველდღიურობას უფრო საინტერესოს ხდის. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა საქმეს დინამიკურ და მეგობრულ გუნდთან ერთად აკეთებ” - ნინი რიჟამაძე, თიბისის მონაცემთა ანალიტიკოსი.

 

ესაა თაობა, რომელიც თავისი ინტერესების შესაბამისად იღებს მნიშვნელოვან კარიერულ გადაწყვეტილებებს, გადაწყვეტილებებს, რომლებიც პიროვნულ წინსვლასა და განვითარებაში ეხმარებათ, იზიარებენ გამოცდილებებს და ღია არიან ახალი შესაძლებლობების მიმართ, ცნობისმოყვარეობით უდგებიან საინტერესო საქმეებს და ყოველდღიურობას უფრო ფერადს ხდიან. 

 

“თიბისი საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენასა და სხვადასხვა კუთხით განვითარებაში მეხმარება. სასწავლო პლატფორმები, რომელსაც თიბისი თანამშრომლებს გვთავაზობს, ახალი თაობის განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.” - გვიყვება სანდრო, თიბისის ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი.

 

თავისი გამოცდილების შესახებ თიბისის საკრედიტო ადმინისტრატორი, ანანო თავბერიძე გვიყვება, რომლისთვისაც მთავარი ღირებულებები, რომლებიც თიბისისთან აკავშირებს, წინსვლას, ურთიერთობებსა და გუნდთან ერთად საერთო მიზნისკენ სვლას ეფუძნება.  

 

„განვითარება, ინოვაციურობა, სანდოობა და მუდმივად სიახლისკენ სწრაფვა - ეს არის ის, რაც თიბისის ახასიათებს. აქ გეხმარებიან, რომ ყოველთვის იარო წინ, მიიღო ახალი გამოწვევები და სწორად განივითარო შენი უნარები.“  

 

თიბისიში ახალი თაობის საჭიროებებზე მორგებულ გარემოს ქმნიან და საერთო ღირებულებებს იზიარებენ, ეხმარებიან მათ თავისი ინტერესების შესაბამისად განვითარდნენ და საუკეთესო გამოცდილება შეუქმნან. 

 

თუ გსურს, შეუერთდე გუნდს, სადაც შენი ინტერესების აღმოჩენაში და ახალი უნარების განვითარებაში გეხმარებიან - გახდი თიბისელი.  

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...