1 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Წაიკითხე ბესტსელერები უფასოდ SABA Reader-ში

“Საბა” 11 დეკემბრიდან მკითხველთათვის ახალ კამპანიას იწყებს და მათ საშუალებას აძლევს აპლიკაცია SABA Reader-ში ბესტსელერები უფასოდ წაიკითხონ. 

 

Ბესტსელერებზე უფასო წვდომა ლიტერატურის მოყვარულებს ერთი თვის განმავლობაში ექნებათ, ხოლო წიგნების ჩამონათვალი პერიოდულად განახლდება. 

 

Კამპანიის მთავარი მიზანია, ნებისმიერ მკითხველს ჰქონდეს საშუალება გაეცნოს როგორც ქართულ, ასევე თარგმნილი ლიტერატურის პოპულარულ ტექსტებს. Უფასო წვდომით ისარგებლებს ყველა მსურველი, იმისდა მიუხედავად ყოფილა ის თუ არა აქამდე “საბას” ელექტრონული ბიბლიოთეკის გამომწერი. 

 

11 დეკემბრიდან - 11 იანვრის ჩათვლით მკითხველებს სამ ბესტსელერს ვთავაზობთ, ესენია:

·         Ნინო ხარატიშვილის “უკმარი სინათლე”

·         Ხალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი”

·         Ჯონ აპდაიკის “ბრაზილია”

 

შემდეგი სამეულის შესახებ კი ინფორმაციას “საბას” საკომუნიკაციო არხებით მიიღებთ.

 

Ბესტსელერებზე უფასო წვდომის კამპანია “საბას” მეგობარი შემდეგი გამომცემლობების მხარდაჭერით ხორცილდება: სულაკაურის გამომცემლობა; დიოგენე; ინტელექტი; არტანუჯი და წიგნები ბათუმში.

„საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...