1 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

 ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულება ძლიერდება

ლიბერთიმ  ახალი კამპანია #ჩვენიანი დაიწყო და საკომუნიკაციო პლატფორმის პირველი ვიდეო წარადგინა. მისი მთავარი გმირები ბანკის  მომხმარებლები და თანამშრომლები არიან.

კამპანია პასუხობს ლიბერთის ახალ სტრატეგიას და მთავარ მიზანს — ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად, რომელიც ყველა საჭიროების ადამიანს ემსახურება.

ლიბერთის ახალი კამპანია #ჩვენიანი  მთელი მომდევნო წლის განმავლობაში  გაგრძელდება. ბანკი მომხმარებელს სიახლეებს, სხვადასხვა კონტენტით,  ეტაპობრივად წარუდგენს.

„ლიბერთიში  გაძლიერდა საცალო მიმართულება, დაინერგა მომსახურების პერსონალიზაციის ახალი მოდელი, ძლიერი პროფესიონალებით შექმნილი გუნდი კი ორიენტირებულია ჩვენი მომხმარებლის საჭიროებებზე.

2024 წელსაც მომხმარებელს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ, საინტერესო წელი გვექნება. ლიბერთის ახალი შეთავაზებების შესახებ #ჩვენიანებს მეტ ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით“- აცხადებს თორნიკე კორძაია, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.

ბანკი, მომხმარებელს  მიმდინარე წლის ბოლოსაც აქტიურად შესთავაზებს  სიახლეებს  ნოემბრის დარჩენილ დღეებსა და დეკემბრის განმავლობაში. ასევე, საზოგადოებას საშუალება ექნება გაიცნოს ლიბერთის საცალო გუნდის ის წევრები,  ვინც ხელს უწყობს ბანკის უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას და სისტემის გაძლიერებას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...