თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ გაიმართებ...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების...
|
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალური და დახვეწილი ყელსაბამის თითოეული დეტალი კონკრეტულ დატვირთვას ატარებს, სპეციალურად შერჩეული მწვანე ფერი კი ქალებს წინსვლისკენ მოუწოდებს.
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია ტრადიციას არ ღალატობს და განსაკუთრებული ჩანაფიქრის გარეშე არც წლევანდელი მარტისათვის მზადებას ჩაუვლია. „თეგეტამ“ ქალი თანამშრომლებისათვის ამჯერად სამკაულების ქართული ბრენდი „ეშვი“ შეარჩია და გუნდის წევრებისათვის ექსკლუზიური საჩუქარი შექმნა.
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „თეგეტა“ ყოველ წელს ცდილობს, მარტში ქალ თანამშრომლებს განსაკუთრებული და საინტერესო საჩუქარი გაუკეთოს. წელს არჩევანი „ეშვზე“ შეჩერდა. გვინდოდა, შეგვექმნა უნიკალური და დახვეწილი სამკაული, რომელიც გამოხატავდა საერთო ხედვას – უნიკალურობას, ხარისხსა და სტილს. „ეშვმა“ შექმნა მაღალი ხარისხის, ნატურალური ქვებითა და მოოქრული ელემენტებით დამზადებული სამკაული, რომელიც ორი ბრენდის სინთეზია. მისი დიზაინი მსუბუქი, ელეგანტური და ამავე დროს სიმბოლურია – ავტომობილის ფორმის პენდანტი ასახავს „თეგეტას“, ხოლო მწვანე ფერის ქვები წინსვლისა და განვითარების სიმბოლოა. გარდა ნივთის პრაქტიკული გამოყენებისა, ის არის ემოციური გზავნილი ჩვენი ქალებისთვის – მათი ძალისა და წარმატების აღსანიშნავად“.
კომპანიის ძალისხმევას, სხვადასხვა პოლიტიკითა თუ ყურადღებით ქალებს მხარი დაუჭიროს, „თეგეტას“ გუნდის წევრები, თავის მხრივ, მონდომებითა და წინსვლით პასუხობენ. იმის მიუხედავად, რომ საავტომობილო სფეროში დომინანტად ისევ მამაკაცი მიიჩნევა, ჰოლდინგის თანამშრომელთა 25%-ს სწორედ ქალები წარმოადგენენ, მათ შორის წამყვან პოზიციებზე.
„ეს სამკაული სიმბოლური ჟესტია იმისა, რომ ჩვენ გვჯერა ქალების ძალისა და მათი უნიკალური როლის საავტომობილო ინდუსტრიაში. მეტიც, ვამაყობთ, რომ „თეგეტა“ არის ის სივრცე, სადაც ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს, დაიმკვიდროს თავი და წარმატებას მიაღწიოს“, - ამბობს თეონა კოხოძე.
კონცეფციაზე „თეგეტასა“ და „ეშვის“ გუნდებმა ერთობლივად იმუშავეს. ორივე კომპანიაში მიაჩნიათ, რომ იდეის გარეშე შექმნილი ნებისმიერი ნივთი უნიკალურობას კარგავს. ეს საჩუქარიც სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო - ნაფიქრი და დადებითი ენერგიით დატვირთული. გამორჩეულია საჩუქრის ილუსტრაციებიც, რომელზეც "თეგეტას" ილუსტრატორმა თამუნა კონტრიძემ იმუშავა.
„ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა სამკაული, რომელიც ორი ბრენდის ფილოსოფიასა და ესთეტიკას გააერთიანებდა. ერთობლივი მუშაობის პროცესში თითოეულ დეტალს დიდი ყურადღება დაეთმო, რათა საბოლოო პროდუქტი გამორჩეული და განსაკუთრებული გამოსულიყო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი კოლაბორაცია წარმატებით შედგა“, - „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი.
იდეურ თანხვედრაზე საუბრობს „ეშვის“ დამფუძნებელიც. ბრენდი, რომლისთვისაც ინდივიდუალიზმი, ექსპერიმენტი და სითამამე მთავარი მამოძრავებელია, „თეგეტას“ შეთავაზებას ინტერესით დასთანხმდა.
ნათია ჩხარტიშვილი, „ეშვის“ კრეატიული დირექტორი: „თანამშრომლობის იდეა, ერთი მხრივ, რომანტიკული შინაარსისა და ენერგეტიკის, დახვეწილი ფორმის სამკაულისა და, მეორე მხრივ, ავტომობილის - როგორც დროის გამოწვევისა და კომფორტის უმთავრესი გარანტის - თავმოყრასა და მომხმარებლისთვის საინტერესოდ მიწოდებას გულისხმობდა. მალაქიტითა და ვინტაჟური მეტალით შევქმენით სამკაული - ავტომობილის რეტრო მოდელი, რომელიც ახლისა და ძველის, რომანტიკულისა და პრაქტიკულის საინტერესო ერთიანობაა. ვფიქრობთ, ამ კოლაბორაციამ სათავე დაუდო ახალ თანამშრომლობას და, ერთი შეხედვით, სრულიად კონტრასტულ სფეროთა შორის ინტერესთა თანხვედრას“.
საჩუქარი მხოლოდ სიმბოლოა ყურადღებისა და მადლიერების. მთავარი მხარდაჭერა კი „თეგეტას“ კორპორაციულ კულტურაშია. კომპანიამ ქალთა როლის გაძლიერება დიდი ხანია ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა და მას დღემდე თანმიმდევრულად მიჰყვება.
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების...
· მეორადი საავტომობილო ნარჩენების ჩაბარება თბილისის 8 უბანში იქნება შესაძლებელი დედამიწის დღე 2025 - გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად...
თიბისის ბიზნესმომხმარებლად რეგისტრაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის მომხმარებლები ციფრულად, 90 წამში გახდნენ და ამისათვის ფილიალში მისვლა და დამატები...
22 აპრილს - დედამიწის დღეს კომპანიები, გარემოზე ზრუნვისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ინიციატივითა და კამპანიით აღნიშნავენ. საერთაშორისო ტენდენციის შესაბამისად, წლებია თიბისიც არ...
თიბისი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ნერგავს გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს. ხ...
PSP მომხამრებელს მუდმივად ინოვაციური პროექტებითა და სასარგებლო სიახლეებით ანებივრებს. სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ დანერგა პირველი ლოქერი ფარმაციაში და ონლაინ მომხმარებლებს შოპინგის ახალი, კომფ...
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები