1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მითია, რომ ელექტრომობილით თბილისიდან ბათუმში ჩასვლას ვერ შეძლებთ

ქართულ საავტომობილო ბაზარზე პირველი ელექტრომობილი დაახლოებით 10 წლის წინ გამოჩნდა. ახალშექმნილი მანქანა მაშინ ჯერ კიდევ დაბალი გამავლობის იყო და მაქსიმუმ 150-200 კილომეტრის გავლა შეეძლო. თუმცა ტექნოლოგიებთან ერთად ელექტრომობილების წარმოებაც განვითარდა. მსოფლიოს წამყვანიავტომწარმოებლები დღეს ბაზარს სრულიად განახლებულ, მძლავრ ელექტრომობილებს სთავაზობენ. სულ უფრო იზრდება მანძილიც, რომელსაც ელექტრომობილი ერთი სრული დამუხტვით გადის.  

ელექტრომობილებს, რომლებსაც მომხმარებელს„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ სთავაზობს, ერთი სრული დამუხტვითსაშუალოდ 350-500 კილომეტრის გავლა შეუძლიათ. ეს მაჩვენებელი კი ამსხვრევს მითს, რომ თბილისიდან ბათუმში ელექტრომობილით ჩასვლა შეუძლებელია.

„ავტო გალერიმ“ ელექტრომობილებთან დაკავშირებული მითების შესახებ კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც საზოგადოებისცნობიერების ამაღლება და არასწორი წარმოდგენების შეცვლაა. 

ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“მარკეტინგის მენეჯერი: „ავტო გალერიში“ ჩავატარეთ  ექსპერიმენტი: Wolkswagen ID4-ის ელექტრომობილით თბილისიდან ბათუმისმიმართულებით გავემგზავრეთ. მგზავრობა შემოდგომაზე დავგეგმეთ, როდესაც,უამინდობის გამო, ელექტრომობილებისგამავლობა უფრო ნაკლებია. ბათუმში შეუფერხებლად ჩავედით, მეტიც - ბატარეას კიდევ 8%-ის ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა ჰქონდა. როგორც ამ პრაქტიკული გამოცდილებით, ისე თეორიული მაგალითებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ „ავტო გალერის“ შოურუმში განთავსებული ყველა ავტომობილიბათუმამდე დაუბრკოლებლად ჩაგიყვანთ.

ელექტრომობილების მიმართულებას დაახლოებით სამი წელია ვავითარებთ. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ყველაზე მოთხოვნადი მოდელი  სწორედ  Wolkswagen ID4 არის. ის თავისი კომპლექტაციით, გამავლობითა და ხარისხით გამორჩეულია. შოურუმში კიდევ 15-მდე ბრენდისელექტრომობილი გვყავს, მათ შორის არის Tesla-ს, Honda-სა და Toyota-ს ელექტრომობილები. „ავტო გალერი“ მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას აძლევს“.

ავტოტრანსპორტის ელექტრიფიკაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. გაზრდილი მოთხოვნა ელექტრომობილების უნიკალური მახასიათებლებით აიხსნება: ის ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს არავითარი გამონაბოლქვი. აგრეთვე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და ძრავის გამაგრილებელი სითხე. თითქმის არ სჭირდება დრო და ფინანსები სერვისსა და ტექნიკურ მომსახურებაზე. ელექტრომობილები ნაკლებად ხმაურიანია და უფრო კომფორტული დაძვრისა და აქსელერაციის საშუალებას იძლევა.

ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „თბილისში ყოველდღიური მოხმარებისას ავტომობილის დამუხტვა საშუალოდ კვირაში ერთხელ არის საჭირო. ეს კი პრობლემა აღარ არის. საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, ელექტროობილის დამტენები ბევრ ლოკაციაზეა დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“საქართველოს მასშტაბით დამატებით 70 დამტენის მონტაჟს გეგმავს, აქედან 10 სწრაფი დამტენი იქნება. რაც ნიშნავს იმას, რომ სულ რაღაც ნახევარ საათში ავტომობილის დაახლოებით 80%-ამდე დამუხტვაა შესაძლებელი. მსგავსი დამტენები უკვე დამონტაჟებულია გორსა და ზესტაფონში“.

აღსანიშნავია, რომ ყველა ელექტრომობილს აქვს რეზერვი, რაც ნიშნავს, რომ ბატარეის ენერგიის ამოწურვის შემდეგაც მანქანით დამატებით კიდევ რამდენიმე კილომეტრის გავლაა შესაძლებელი.მანძილი და დრო უახლოეს დასამუხტ ობიექტამდე მისასვლელად სრულიად საკმარისია. 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანია ახდენს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანას. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის  ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...