0 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, 23 ნოემბერს, 10:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უკვე მესამედ უმასპინძლებს.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 145 მეწარმე ქალი საქართველოდან. მათ შორის იქნებიან ლტოლვილი ქალები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ ნაწარმს — საკვებს, ღვინოსა და სხვა სასმელებს, საჩუქრებს, სათამაშოებსა და აქსესუარებს, ხელნაკეთ ნივთებსა და დეკორს, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებებს, საახალწლო სუვენირებსა და სხვა სადღესასწაულო პროდუქციას წარუდგენენ. გაიმართება მასტერკლასები, რომლებიც ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით, საახალწლო ნივთები თავადვე დაამზადონ.

ქალ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, თიბისის ორგანიზებით, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის წინა დღეს ჩატარდება სპეციალური მასტერკლასებიც, რომლებზეც მეწარმე ქალები გაეცნობიან ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მდგრადი ბიზნესის სპეციფიკას, ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობებსა და ელექტრონული კომერციის უპირატესობებს. გამოფენა-გაყიდვა ხელს შეუწყობს ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციას, მათთვის სასარგებლო ცოდნის გაზიარებას, საინტერესო ბიზნეს კავშირებისა და პერსპექტიული პარტნიორობის დამყარებას.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და კერძო სექტორთან პარტნიორობით იმართება. მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა იმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.

მისამართი: ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი, წერეთლის გამზ. 118.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...