ქართული რაგბის არქიტექტორი...
მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...
|
„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2024 წელი კორპორაციული მოხალისეობრივი საქმიანობით დაიწყო და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით პირველი პრო ბონო აქტივობა უკვე დაგეგმა და განახორციელა.
რეგიონული სამოქალაქო/სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის სოციალური მედიის შინაარსობრივი და ვიდეოკონტენტის შექმნის2-დღიანი ტრენინგკურსი - „ხილვადობის ციფრული ინსტრუმენტები“, „თეგეტას“ სოციალური მედიების მიმართულების ხელმძღვანელმა მაია გულისაშვილმა და კონტენტმენეჯერმა საბა ჩაჩუამ მოამზადეს.
ტრენინგში 14 ორგანიზაციის 18 წარმომადგენელი მონაწილეობდა გურიის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებიდან. ისინი კომუნიკაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს, მათი გამოყენების ტექნიკურ საშუალებებსა და შინაარსის დაგეგმვის ფორმებსგაეცნენ.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, რომლისთვისაც საზოგადოებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ყოველთვის აქტიურადაა ჩართული პრო ბონო პროექტებში. წლის პირველი პრო ბონო აქტივობა, რომელიც CSRDG-სთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა, ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა.
ჩვენი გუნდის წევრები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან პრო ბონო აქტივობებში და თავიანთი ინტელექტუალური რესურსით ცდილობენ სასიკეთო ცვლილებებში მონაწილეობას. გასული ორი წლის განმავლობაში პრო ბონო ქსელთან აქტიური თანამშრომლობაც სწორედ ამაზე მეტყველებს“.
თეგეტა პრო ბონო ქსელის წევრი 2022 წელს გახდა, თუმცა ქსელის წევრობამდეც აქტიურად თანამშრომლობდა, როგორც მოხალისე.
ნათია მეტრეველი, პრო ბონო ექსპერტი: „თეგეტა ჰოლდინგი“ პრო ბონო ქსელს 2022 წელს შემოუერთდა. მანამდე ერთობლივი პრო ბონო პროექტები უკვე გვქონდა განხორციელებული. ქსელში გაწევრიანების შემდეგ კი ამას უფრო აქტიური ხასიათი მიეცა და თეგეტას მხრიდან სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერამ, თანამშრომლების ჩართულობით, კიდევ უფრო დახვეწილი და სისტემური ფორმა მიიღო. სექტორთა შორის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს პრო ბონო აქტივობა და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ისეთი ძლიერი კომპანია, როგორიც „თეგეტა ჰოლდინგია“, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ტრენინგსა და ამავდროულად 2024 წლის ქსელის პირველ აქტივობას, სადაც მაია და საბა - ორი ასეთი საინტერესო, ჭკვიანი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი - პრო ბონო კონსულტანტებად ჩაერთნენ, მონაწილეების მხრიდან მას ძალიან დიდი მოწონება და პოზიტიური უკუკავშირი მოჰყვა“.
ქსელის წევრობის მხოლოდ პირველ წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ პრო ბონო აქტივობების ფარგლებში 60-ზე მეტმა სოციალურმა მეწარმემ გაიუმჯობესა ცოდნა კომუნიკაციების, სოციალური მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.ხოლო „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტააკადემიის“ 15 თანამშრომლის ჩართულობა, რომელიც, ჯამურად, 105 საკონსულტაციო საათს მოიცავს, სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას დაეთმო.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, 2024 წელს ეს მიმართულება კვლავაც პრიორიტეტად რჩება და კიდევ უფრო მეტი აქტივობისთვის გამოხატავენ მზაობას.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრიაქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...
როგორ შეიძლება დაგანახოს ომი სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები