„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ...
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
|
„თეგეტა ჰოლდინგი“ სტუდენტებს ახალ შესაძლებლობას აძლევს. „თეგეტა სტუდენტებისთვის“ პროგრამის ფარგლებში ჰოლდინგი ათობით ვაკანსიას აცხადებს. სტუდენტები 6 თვის განმავლობაში დეტალურად გაეცნობიან მათთვის საინტერესო მიმართულებებს და, მოქნილი გრაფიკის პირობებში, მიიღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნა-გამოცდილებას.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს შემდეგი მიმართულებები:
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს ორი ეტაპის - ტესტირებისა და გასაუბრების გავლა მოუწევთ. შერჩეული კანდიდატები ჩაერთვებიან ექვსთვიან პროგრამაში მათ მიერ არჩეული ერთი ან ორი მიმართულებით.
ლიკა ბერუაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ორგანიზაციული განვითარების დირექტორი: „ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სტაჟირების ახალი პროგრამის - „თეგეტა სტუდენტებისთვის“ - დაწყებამდეც არაერთი კამპანია გვქონდა, რომლებიც სწორედ ახალგაზრდების განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობისკენ იყო მიმართული. ცოტა ხნის წინ დაინტერესებულ ახალგაზრდებს მივეცით „თეგეტა ჰოლდინგში“ ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობა. იმ სტუდენტებს, რომლებსაც სრულ განაკვეთზე მუშაობა არ შეუძლიათ, თუმცა მუშაობის საჭიროება აქვთ, გამოვუყავით კონკრეტული ვაკანსიები, რომლებიც მათ სასწავლო განრიგს მოვარგეთ. „თეგეტა ჰოლდინგი“ სტუდენტების განათლების, დასაქმებისა თუ დაფინანსების პროექტებში აქტიურადაა ჩართული. სტაჟირების ახალი პროგრამა - „თეგეტა სტუდენტებისთვის“ - ისევ და ისევ ახალგაზრდების გაძლიერებისკენაა მიმართული“.
„თეგეტას“ გუნდი მზადაა, მოერგოს სტაჟირების მსურველთა სასწავლო განრიგს. მოქნილი სამუშაო გრაფიკის/ნახევარი განაკვეთის პირობებში, კანდიდატები შეიძენენ ცოდნას მათთვის სასურველი სფეროს ირგვლივ, ჩაერთვებიან სამუშაო პროცესებში და წინასწარ გაწერილი სასწავლო გეგმით მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას პროფესიონალებისგან. მსგავსი პროგრამების განხორციელების გამოცდილება „თეგეტა ჰოლდინგს“ უკვე აქვს. კომპანია ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა თუ დაფინანსების პროექტებში აქტიურად და სისტემატურადაა ჩართული.
ვერიკო სიტნიკოვი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „სტაჟირების პროგრამა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ პირველი არ არის. ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები მუდმივად გვაქვს. თუმცა პროგრამა „თეგეტა სტუდენტებისთვის“ სტაჟირების განსხვავებული შესაძლებლობაა, რომელიც უფრო მეტად სტუდენტების პროფესიულ თვითგამორკვევაზეა ორიენტირებული. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მათთვის საინტერესო სფეროების გაცნობის შესაძლებლობა მივცეთ, რაც მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში განსხვავებულია ისიც, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ როგორც ერთი, ისე ორი სხვადასხვა მიმართულება. მაგალითად, თუ ახალგაზრდას ადამიანური რესურსების მართვაც აინტერესებს და მარკეტინგიც, შეუძლია დრო გაანაწილოს და სამ-სამი თვის განმავლობაში სასურველ პროფესიას ჯერ ერთ დეპარტამენტში გაეცნოს, შემდეგ კი სტაჟირება სხვა მიმართულებით გაიაროს. განვითარების შესაძლებლობის პარალელურად, „თეგეტა ჰოლდინგი“ სტაჟიორ სტუდენტებს სტიპენდიასაც დაუნიშნავს. დაინტერესების შემთხვევაში კი დასაქმებაშიც დაეხმარება. მათ მაქსიმალურად მოქნილ და სალექციო განრიგებზე მორგებულ გრაფიკს შევთავაზებთ, რათა მუშაობისა და სწავლის შეთავსება შეძლონ“.
სტაჟირების პროგრამა „თეგეტა სტუდენტებისთვის“ 15 ნოემბერს დაიწყო. ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპი დეკემბრიდან იგეგმება. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ თეგეტას დასაქმების პორტალზე jobs.pointer.ge
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
თიბისი კაპიტალის გუნდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, უკვე ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარუდგინა. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა მსოფლიო ეკ...
ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. თიბისი კამპუსი განათლების მი...
„ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“ – „დედამიწის დღე 2025“-ის მთავარი გზავნილის გარშემო წელს 193 ქვეყანა ერთიანდება. გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად ერთვება „თ...
კომპანია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტი“, რომლის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, გაფართოვდა. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ ...
თიბისი კაპიტალმა ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც სადღეისოდ, საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია. დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო...
საირმეში, ისტორიული პროექტის, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ფარგლებში, სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად, დათევზიანების პირველი ეტაპი დასრულდა. მდინარე წაბ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები