თიბისი აგრობიზნესისთვის - აჭარული ლურჯი მოცვის მო...
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...
|
მარტი ქალების მხარდაჭერის თვეა. თიბისიმ და ველიმ ძალები გააერთიანეს, რათა მხარი დაუჭირონ ქალ მეწარმეებს როგორც გაყიდვების გაზრდაში, ისე საქართველოში წარმოებული პროდუქტების პოპულარიზაციაში. ამ მიზნით 20, 21, 22 მარტს ყველას, ვინც თიბისის ნებისმიერი VISA ბარათით ქალი მეწარმეებისგან პროდუქციას VELI.store-ზე შეიძენს, დახარჯული თანხის 25 % უკან დაუბრუნდება.
აქციაში ის კომპანიები ჩაერთვებიან, რომლებიც ქალების მიერაა შექმნილი, მათ შორის არიან: „RECKLE$$“ - ჯენზი თაობისთვის შექმნილი ტანსაცმელი, mood.o - განსხვავებულ თემატიკისა და დიზაინის სახლის სუფრები, „ანწლიშოპი“ - ორიგინალური კედლის კალენდრები.
საკანცელარიო ნივთების ბრენდი „აწლიშოპი“ 3 წელია არსებობს, ბრენდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა, რადგან აქციის შედეგად ცნობადობის და გაყიდვების გაზრდას ელოდება.
„საკანცელარიო ნივთებს ვამზადებთ და ვყიდით, ყველაფერი საქართველოში დამზადებულია, „ანწლიშოპი“ იყო ერთერთი პირველი, რომელმაც ისეთი კედლის კალენდრების დამზადება დაიწყო, სადაც ყველაფერი შეგიძლია ჩაინიშნო. პირველად ფაბრიკის საშობაო ბაზრობაზე გაგვიცნო მომხმარებელმა, შემდეგ კი ველიზე დავიწყეთ გაყიდვები. ამ ტიპის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ცნობადობის კუთხით, ისე მომხმარებლის კუთხით, რადგან ხალს ახალისებს ასეთი აქციები,“ - ანანო ნეფარიძე „ანწლიშოპის“ დამფუძნებელი.
„mood.o არის სახლის ნივთების ბრენდი, რომელსაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვაკეთებ. ჯერჯერობით ვებგვერდით არა გვაქვს, ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე ვიყავით და უცებ ამხელა მხარდაჭერა დაგვეცა. ზოგადად, ჩვენი ბრენდის ველიზე ყოფნას საოცარი შედეგები მოაქვს და ახლა ამას თიბისისგან 25 %-იანი ქეშბექიც დაემატა, რაც ჩემი აზრით, ძალიან წაახალისებს მომხმარებელს. ზოგადად მჯერა, რომ როდესაც ქალები უდგანან გვერდში ქალებში, იქ სასწაულები ხდება“, - ნინი ჩიქოვანი, mood.o-ს დამფუძნებელი.
„ძალიან საინტერესო აქცია წამოიწყეს თიბისიმ და ველიმ. ზოგადად საქართველოში ჭირს საცალო გაყიდვები და ბრენდები ვცდილობთ, რომ საბითუმო გაყიდვებზე ვიყოთ ორიენტირებული, რაც იქნება მამოძრავებელი ძალა ჩვენი ბიზნესისთვის.
მაგრამ ველიმ, კლასიკური e-commerce-ის გამოყენებით, შეძლო ძალიან საინტერესო პლატფორმის შექმნა არა მხოლოდ ქალი მეწარმეებისთვის. ამიტომ ჩვენ სიამოვნებით ვთანამშრომლობთ მასთან, მეტიც, ველი განსაკუთრებით უყვართ ახალგაზრდებს და „რექსლესიც“ ძალიან კარგად ჩაჯდა ამ პლატფორმაზე.
ამ აქციის ფარგლებში კი, რომელიც გრძელდება სამი დღე, შეიქმნა სივრცე, სადაც ერთად თავმოყრილია საინტერესო პროდუქტები, რომლის უკანაც ქალები დგანან“, - სალომე გველესიანი, „რექლესის“ დამფუძნებელი.
VELI.store-ზე დაგხვდებათ „ქალების მხარდაჭერის ველი“, სადაც უამრავი ქალი მეწარმის მიერ დამზადებული პროდუქცია გაიყიდება. თიბისის VISA ბარათით ყიდვის შემთხვევაში კი დახარჯული თანხის 25 % უკან დაგიბრუნდებათ.
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.  ...
„პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში, 26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიც...
2025 წლის 30 მაისს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართება. ღონისძიების მთავარია მიზანია გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებე...
29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ. PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სა...
თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს, ამიტომ ისინი ამ გამორჩეული შესაძლებლობით სარგებლობას სულ მალე, 05.05.2025-ში, კვლავ შეძლებენ. 5 მაის...
თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ. თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობ...
მაისი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები