მსოფლიო
"1993 წელს ფრედი ვუდროფი, 2018-ში კი სმიტების ოჯახი" - რას წერს გიორგი კაპანაძე სმიტების სასტიკ მკვლელობაზე ?
2018-07-10 16:20:57
ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში, სმიტების ოჯახის საზარელ მკვლელობას ეხმაურება.
კაპანაძე, 1993 წლის აგვისტოში თბილისის მახლობლად, საკუთარ მანქანაში მოკლულ, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის, ფრედი ვუდროფის მკვლელობასაც იხსენებს:
"ფრედი ვუდროფი - აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) მაღალი რანგის ოფიცერი, წვრთნიდა პრეზიდენტ შევარდნაძის დაცვასა და პირველ ქართულ განსაკუთრებულ ქვედანაყოფს - ომეგას.
მოკლეს თბილისის შესასვლელთან, 1993 წლის 8 აგვისტოს.
![](/videos/more_img-1531226565662630.jpg)
ვუდროფის ცხედრის სამშობლოში წასასვენებლად თბილისში პირადად ჩამოვიდა CIA-ის მაშინდელი ხელმძღვანელი, ჯორჯ ტენეტი.
გამოძიებამ კი დააკავა ვინმე შარმაიძე, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 15 წელი მიუსაჯა.
დადგინდა რომ ვუდროფი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოში შეხვდა CIA-ის თანამშრომელს, ოლდრიჩ ეიმსს, რომელიც რუსეთის ჯაშუში აღმოჩნდა (სამუდამო მიუსაჯეს შტატებში).
მოგვიანებით, ამერიკულმა მხარემ ჩაატარა დამოუკიდებელი გამოძიება და შარმაიძის კავშირი ვუდროფის მკვლელობასთან (ისევე როგორც მოკლულის ოჯახმა), უ ა რ ყ ო.
მკვლელობა, არაოფიციალურად, შეფასდა როგორც "დაზვერვის ომი".
რატომ და ვინ მოკლა რაიან და ლორა სმიტები და მათი 4 წლის შვილი, ჯერ ბოლომდე არ არის ცნობილი და ალბათ, FBI-ის მონაწილეობის გარეშე, ნებისმიერი შედეგი დატოვებს კითხვის ნიშნებს.
![](/videos/more_img-1531226602253134.jpg)
ხოლო მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ძალიან და მთელი გულით ვწუხვარ მომხდარის გამო და ბოდიშს ვუხდი ამერიკელ ხალხს, ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ მეგობარს.
RIP and Sorry. "- წერს კაპანაძე
კომენტარები