0 4 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო გამორჩეული მასტერკლასების სერიას სთავაზობს

თიბისი კონცეპტმა, Snap Fitness Premium-თან და TRIBE-თან პარტნიორობით, იოგის, პილატესის, ხმოვანი პრაქტიკისა და ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო სხვა მრავალფეროვანი აქტივობების მხარდასაჭერი მასტერკლასების სერია დაიწყო.

პირველი პილატესის მასტერკლასი, 3 მაისს, ნანა რუხაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. მომდევნო კი, 11 მაისს, 19:00 საათზე, გაიმართება.

11 მაისის მასტერკლასზე თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ზურაბ მხეიძე მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე ესაუბრება. ასევე, განიხილავს ვარჯიშის როლს მენტალური ჯანმრთელობისთვის. შეხვედრა დიმა გურიევის ხმოვანი თერაპიის მასტერკლასით დასრულდება.

თიბისი კონცეპტის ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერ მასტერკლასებს უძღვებიან Snap Fitness Premium-ის გამოცდილი ინსტრუქტორები. სესიები კი, TRIBE-ის სივრცეში ტარდება (მერაბ ალექსიძის 12).

მასტერკლასებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის. მსურველები ბილეთების შესაძენად ეწვით ბმულს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები