Porsche 911 GT3-ის ახალი რეკორდი ნიურბურგრინგის ტრ...
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმე...
|
გაზაფხულზე მუსიკის მოყვარულებს თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო ელოდებათ. ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს მეათედ გაიმართება, მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას უმზადებს. 27 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით მოწყობილ კონცერტებზე, ქართველ მუსიკოსებთან ერთად, უცხოელ შემსრულებლებსაც შევხვდებით.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით ჩატარდება.
ფესტივალის წლევანდელ პროგრამაში წარმოდგენილი იქნება: მსოფლიო კინომუსიკის შედევრები უნგრელი დირიჟორის გაბორ ჰოლერუნგის შესრულებით; ცნობილი ამერიკული ანსამბლების - New York Voices და Kennedy Administration, გამორჩეული კუბელი მესაყვირის რობერტიკო გარსიას ბენდისა და პოპულარული ქართველი მომღერლის ეკა მამალაძის კონცერტები, ორკესტრის თანხლებით. ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს კი მისი სასიმღერო შემოქმედების 2 საღამო მიეძღვნება. ფესტივალი კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარდება.
ვახტანგ კახიძე, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი: „წლევანდელი ფესტივალისთვის განსაკუთრებით ვემზადებით, რადგან ეს სეზონი გამორჩეულია რამდენიმე მიზეზით: წელს ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეა და სწორედ მისთვის მიძღვნილი ორი საღამო დახურავს ფესტივალს. ფესტივალის შემდეგ კი ამ კონცერტით თელავს, ქუთაისსა და სხვა ქალაქებს ვესტუმრებით. ეს იქნება ძალიან ემოციური და მრავალფეროვანი საღამოები, არაერთი სიურპრიზით.
ასევე განსაკუთრებული იქნება პროექტი, რომელიც ფესტივალს გახსნის - მსოფლიო კინომუსიკის საღამო გაბორ ჰოლერუნგის დირიჟორობით. დიდ ეკრანზე გაეშვება მსოფლიო კინოშედევრებიდან 20-ზე მეტი სხვადასხვა ეპიზოდი, ორკესტრი კი ამ ეპიზოდებიდან ცნობილ ნაწარმოებებს ცოცხლად შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ფესტივალის ფარგლებში 3-4 კონცერტის გამართვას ვახერხებდით, წელს კი „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით მოგვეცა საშუალება, შვიდი კონცერტი ჩავატაროთ და ჯანსუღ კახიძის საიუბილეო საღამო რეგიონებშიც ჩავიტანოთ.
ზოგადად, ბიზნესის მხარდაჭერა ყველა სფეროს სჭირდება. მისასალმებელია, რომ „თეგეტა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს უდგას გვერდით“.
„თეგეტა ჰოლდინგისა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობა 15 წელს ითვლის. სახელოვნებო მიმართულების მხარდაჭერა კომპანიისთვის წლებია, პრიორიტეტია.
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „თეგეტასა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრს უკვე წლებია მყარად ჩამოყალიბებული პარტნიორობა აკავშირებთ. ეს თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კახიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და გემოვნებიანი მუსიკით. ეს არ არის მხოლოდ კონცერტების სერია, პროექტი ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს შეუძლიათ ჩაერთონ, გაეცნონ განსხვავებულ კულტურას და პროფესიონალი მუსიკოსები ინსპირაციის წყაროდ აქციონ.
ჩვენთვის, როგორც მომავალზე ორიენტირებული ჰოლდინგისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. გვჯერა, რომ კულტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებაში. მუსიკის მხარდაჭერით კი ვუხსნით სივრცეს განათლებას, ინოვაციას და ახალ თაობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხარისხიან კონტენტს ქმნის, გრძელვადიან გავლენას ახდენს და ჩვენს ღირებულებებთან თანხვედრაშია“.
„თეგეტა ჰოლდინგისა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობით უკვე არაერთი მუსიკალური საღამო შედგა. გასულ წელს კომპანიის მხარდაჭერით, ფესტივალი „შემოდგომის თბილისი 2024“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კამერული, სიმფონიური, საგუნდო და ჯაზ-პოპ მუსიკის კონცერტები ჩატარდა.
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმე...
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ,...
თიბისიში ბიზნესსესხის აღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, სესხი 2 წუთში, ბიზნეს ინტერნეტ ან მობაილბანკიდან აიღონ და ამისათვის დამატებითი პროცე...
კურასეპტი PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორი და ევროპაში პირის ღრუს მოვლის „ოქროს სტანდარტად“ აღიარებული იტალიური ბრენდია. ყოველწლიურად PSP-სა და კურასეპტის პარტნიორობით სპეციალისტებისთვის - სტო...
თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი ...
9 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე აზიური სამზარეულოს რესტორანი „ბანგკოკი“ გამოჩნდა, რომელსაც ქართულ გემოებთან ადაპტირებული მენიუ გამოარჩევს. ერთი მხრივ, მიზანი აზიური კერძების პოპულარიზაცია ი...
ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელებისთვის აპრილი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და გრძელვადიანი შეთავაზებებით სრულდება. 25 აპრილიდან თი...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები