1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

2022 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულმა კომპანია „ედანამ“ ეთნო-ტურნე დაიწყო

2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტის გამარჯვებულ კომპანია „ედანას“ თიბისისგან ჯილდოს სახით საქართველოს 6 დიდი ქალაქში ეთნო-ტურნე გადაეცა. „ედანას“ ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის გადაეცა. ონის რაიონში დაარსებულ სოციალურ საწარმოსა და მასში დასაქმებულ ქალებზე კომპანიის დამფუძნებელი, ლილი მაისურაძე გვიამბობს:

„ჩვენი ამბავი 2015 წელს დაიწყო, როცა, მოდის დიზაინის  კურსდამთავრებულმა, რაჭაში დაბრუნება და ჩემი პროფესიით მუშაობა გადავწყვიტე. მივხვდი, რომ ჩემი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება მინდოდა. სწორედ ამ მიზნით დავაარსე სოციალური საწარმო „ედენა“.

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც ტრადიციული რეწვის შენარჩუნება იყო, ჩვენს რეგიონში მალევე გავავრცელე ხმა და ხელსაქმის შესწავლის მსურველები მოვიზიდე. მათ შორის იყვნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, უფროსი თაობის ქალები, შშმ პირი და სოციალურად დაუცველი ადამიანები.

საქმიანობა ონის კუტურის სახლში, ერთ პატარა ოთახში დავიწყეთ, სადაც 12 ქალს თექაზე მუშაობასა და აბრეშუმის მოხატვას ვასწავლიდი. აქედან 4 ქალი დღემდე ჩვენს საწარმოში მუშაობს.

საწარმოს გაფართოებისა და განვითარებისთვის ყველა  შესაძლებლობას ვიყენებდით. განსაკუთრებით გვეხმარებოდა საერთაშორისო გრანტები. ჯამში რვა საგრანტო პროექტში გავიმარჯვეთ. „ფერმერთა ასოციაციის ქალების გაძლიერების პროგრამა“ დანადგარების შეძენაში დაგვეხმარა.  „გაეროს განვითრების პროექტის“ ფარგლებში საკუთარი სივრცე შევიძინეთ, გავარემონტეთ და მაღაზია გავხსენით. ამავე დროს გადავამზადეთ 45-მდე ადგილობრივი ქალი, რომელთაგანაც ნაწილი ჩვენს საწარმოში დარჩა, ნაწილი კი საქმიანობას დამოუკიდებლად განაგრძობს. ქალებს, რომელთაც სწავლება ჩვენთან არ გაუვლიათ, მაგრამ დამოუკიდებლად ქმნიან საინტერესო პროდუქტს, ასევე ვეხმარებით -მათ ნაწარმს ჩვენს მაღაზიაში ვყიდით.

პარალელურად  ჩართულები ვართ ევროკავშირისა და USAID-ისა და ევროკავშირის  მიერ დაფინანსებულ პროექტში ძალადობაგამოვლილი და სასაზღვრო სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის. გრანტების დახმარებით უკვე 70-მდე ქალი გადავამზადეთ. მიმდინარე პროექტის ფარგლებში კიდევ 20-მდე ქალის გადამზადებას ვგეგმავთ.

“ედანა“ 5 მიმართულებით მუშაობს, ესენია: თექა, აბრეშუმზე ხატვა, ჯვრულ-ნაქარგობა, მინანქარი და ქართული სუვენირები. ვკერავთ ჩანთებსა და ქუდებს, ვამზადებთ ოთახის სადეკორაციო ნივთებს და ტანსაცმელს - ჟილეტებსა და ყაბალახებს. ვაწარმოებთ ხის სუვენირებს სპეციალური ლაზერული ჭრის აპარატით. ამ პროდუქციას ვყიდით ჩვენს მაღაზიაში და ასევე ონლაინ. წარმოდგენილი ვართ   საერთაშორისო პლატფორმა Etsy-ზე. ვმონაწილეობთ გამოფენებსა და ფესტივალებზე. აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკაში ერთ-ერთ ქართული სუვენირების მაღაზიასთან.

შევიძინეთ რაჭული ბეღელი და გვინდა გამოვიყენოთ ჩვენს ეზოში, საწარმოსა და მაღაზიასთან ერთად, ახალი, სადეგუსტაციო სივრცისთვის, სადაც რაჭული სასუსნავები მოიყრის თავს.

2022 წელს მივიღეთ მონაწილეობა ბიზნესდაჯილდოების პროექტში და, ჩვენდა გასაკვირად, გავიმარჯვეთ ნომინაციაში რეგიონის განვითარებისთვის. ამ ფაქტმა, პირველ რიგში, თვითშეფასება აგვიმაღლა და საკუთარ თავებში დაგვარწმუნა. გარდა ამისა, დაგვიფინანსდა ეთნო-ტურნე, რომლის ფარგლებშიც ვეწვევით საქართველოს ექვს ტურისტულ ქალაქს - თბილისს, მცხეთას, თელავს, ბათუმს, ზუგდიდსა და მესტიას, სადაც ჩავიტანთ ჩვენს პროდუქციას და ვუმასპინძლებთ გამოფენებს, დავამყარებთ ახალ კონტაქტებს და მოვიზიდავთ თანამშრომლებს.

თიბისის პროექტში  გამარჯვებამ საგრძნობლად გაზარდა ჩვენი ცნობადობა, რაც აისახა რიცხვებზეც.

სამომავლოდ გვინდა ჩვენი პროდუქტი საქართველოს ფარგლებსაც გასცდეს, რისთვისაც აქტიურად ვეძებთ სპონსორებს.“

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...

  • 11:20

    AWS GameDay - თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლ...

    თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...

  • 11:15

    „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტ...

    „თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...

  • 11:58

    თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომ...

    თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...

  • 11:44

    „დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში,...

    „დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...

  • 12:49

    ისწავლე ხელოვნური ინტელექტი თიბისი ტექსკოლაში...

    ოთხი წარმატებული სეზონის და 2500-ზე მეტი კურსდამთავრებულის შემდეგ, თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღება განახლდა. ტექსკოლაში 2025 წლის მთავარი სიახლე, ახალი კურსი - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში. ...