0 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

50%-მდე ქეშბექი და 30%-მდე ფასდაკლება - Black Friday-ს შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

 

შემოდგომის ბოლო თვის მიწურულს „თეგეტა მოტორსმა“  მომხმარებელს უკვე ტრადიციად ქცეული „შავი პარასკევის“ შეთავაზებები მოუმზადა. ამინდების მკვეთრი გაუარესება ზამთრის მოახლოებაზე მიუთითებს და, შესაბამისად, ავტომობილიც ცივი სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.

ზამთრის სეზონისთვის ავტომობილის გამართვაში  „თეგეტა მოტორსის“  შეთავაზებები დაგეხმარებათ. Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, განსაკუთრებული აქციებია „თეგეტას“ ფილიალებსა და ონლაინმაღაზიაში.

შეთავაზებები „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში:

Black Friday-ს შეთავაზებებით სარგებლობა ფილიალებში ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია. „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ მაღაზიაში მომხმარებელს ფასდაკლებები სხვადასხვა საავტომობილო პროდუქტზე ელოდება:

„თეგეტა მოტორსის“  Black Friday-ს შეთავაზებებით სარგებლობა, მომხმარებელს 27 ნოემბრამდე შეუძლია. შეგახსენებთ, რომ  ყველაზე სუსხიანი სეზონის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და თუ გსურთ, ზამთარში ავტომობილით უსაფრთხოდ გადაადგილდეთ, აუცილებელია დროულად შეამოწმოთ და შეცვალოთ შესაბამისი სეზონური პროდუქტები.

უყურადღებოდ არ დატოვოთ ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორებიცაა: საბურავი, აკუმულატორი, ხუნდები და ანტიფრიზი – ეს ის ძირითადი პროდუქტებია, რომლებიც დაკავშირებულია სეზონურ ცვლილებასთან და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ცივ სეზონზე ზამთრის საბურავით გადაადგილება უსაფრთხო მგზავრობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მნიშვნელოვანია, რომ საბურავის ასაკი არ აღემატებოდეს 5 წელს და პროტექტორის ზომა არ იყოს მინიმუმამდე დასული.

სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის, სეზონის შესაბამისი საბურავი კომფორტული და დაცული მგზავრობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აკუმულატორის გამართული მუშაობა განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურისას. ელექტრომოწყობილობების აქტიური გამოყენების დროს აკუმულატორის დატვირთვა იზრდება და დაბალი რესურსის შემთხვევაში მაღალია მისი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობაც.

მაღალი ხარისხის ზეთიც ერთ-ერთი მთავარი დეტალია ავტომობილისთვის, რადგან სწორედ მისი ხარისხიანი შემადგენლობის წყალობით ნაკლებად ცვდება ძრავის მოძრავი დეტალები და შესაძლებელია მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება.

მნიშვნელოვანია ანტიფრიზის შემოწმებაც, რათა ამინდების გაუარესებასთან ერთად თავიდან ავირიდოთ ძრავის დაზიანება.

შეგახსენებთ, რომ  პარასკევს, 24 ნოემბერს, გახანგრძლივებული დროით - 21:00 საათამდე - იმუშავებს „თეგეტა მოტორსის“ შემდეგი ფილიალები: თბილისი - ცენტრალური ფილიალი, ვაკის, სამგორისა და მარჯანიშვილის ფილიალები. რეგიონებში: ქუთაისის ფილიალი და ბათუმის ცენტრალური ფილიალი.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:09

    თიბისის შეთავაზება - დაიბრუნე 30% ზუგდიდი მოლში ...

    22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...

  • 15:02

    ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება - ბორჯღალოსნების და ...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...

  • 10:55

    თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა - GetData...

    თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...

  • 10:50

    სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში ...

    PSP-ს ინოვაციური პროექტი - პირველი ლოქერი ფარმაციაში მომხმარებელს შოპინგის ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი საჭირო აღარ არის;...

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...