0 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „კომუნიკაციის სახელოსნო“ დაიწყო

თიბისიმ ახალი თაობისთვის „კომუნიკაციის სახელოსნო“ - ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. კომუნიკაციის სახელოსნოს მიზანია უფროსკლასელებს ხელი შეუწყოს  კომუნიკაციის უნარების განვითარებაში და შესძინოს მათ საქმიან გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

თიბისის ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, გარდა თეორიული ლექციებისა, მოეწყო რეალური სამუშაო გარემო. მონაწილეები, სამი თვის განმავლობაში, დაეუფლებიან მოლაპარაკების ხელოვნებას, მიზნების და სურვილების მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემას, აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებს; ისწავლიან საერთო მიზნის მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობას - მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, საერთო საქმის მართვა, გუნდურად მუშაობა და სხვა.

„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ახალი თაობის წარმომადგენლებს, მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ პროგრამებს. კომუნიკაციების სახელოსნო ახალი წამოწყებაა, რომელიც უფროსკლასელებს დაეხმარება განივითარონ ის უნარები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. პროგრამა არის უნიკალური და სრულად აგებულია პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდის მასში მონაწილეობას“ - მარიამ თევზაძე, თიბისის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი.

კომუნიკაციის სახელოსნოში, გამოცდილ მენტორებთან, ერთად უფროსკლასელები მუშაობენ ყველა იმ უნარის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც დღეს, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია - იქნება ეს ტექნოლოგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ბიზნესი, თუ სხვა.

„კომუნიკაციის სახელოსნოს პროგრამა "დიზაინ ფიქრის’’ ნაბიჯებს მიუყვება. სწავლების პროცესი რეალურ სამუშაო გარემოში დაგროვილი გამოცდილების გადააზრების და უკუკავშირის საფუძველზე მიმდინარეობს. სასწავლო და სამუშაო პროცესის დაკავშირებით მონაწილეები, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებასთან ერთად, გაითავისებენ, თუ როგორ გამოიყენონ ნებისმიერი საქმიანი გამოცდილება სწავლის შესაძლებლობად. ეს კი დაეხმარებათ, რომ განვითარება ჩვენი შეხვედრების მიღმაც, თავიანთი ინიციატივით გააგრძელონ და ამ თვისებით ნებისმიერი გუნდისა თუ ორგანიზაციის ღირებული წევრები გახდნენ” - ანამარია სუხიტაშვილი, კომუნიკაციის სახელოსნოს ფასილიტატორი.

კომუნიკაციის სახელოსნოში, პირველ ეტაპზე, თიბისის ტექ-განათლების პროგრამების კურსდამთავრებულები მონაწილეობენ. 2024 წლიდან კი კარი ყველა უფროსკლასელისთვის გაიღება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:09

    თიბისის შეთავაზება - დაიბრუნე 30% ზუგდიდი მოლში ...

    22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...

  • 15:02

    ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება - ბორჯღალოსნების და ...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...

  • 10:55

    თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა - GetData...

    თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...

  • 10:50

    სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში ...

    PSP-ს ინოვაციური პროექტი - პირველი ლოქერი ფარმაციაში მომხმარებელს შოპინგის ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი საჭირო აღარ არის;...

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...