„მოემზადე“ - სააღდგომო შეთავაზებები „თეგეტა მოტორს...
„თეგეტა მოტორსი“ სეზონური კამპანიის „მოემზადეს“ ფარგლებში, მომხმარებელს მორიგ შეთავაზებებს სთავაზობს. მოახლოებულ უქმეებზე ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, შ...
|
„გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ს საკულტო გადაცემის Top Gear-ის საავტომობილო ჟურნალი „თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ.
საერთაშორისო მედია ქართული კომპანიის განვლილ 30-წლიან ისტორიაზე წერს, რომელიც სათადარიგო ნაწილების მაღაზიით დაიწყო და მულტიფუნქციურ საავტომობილო ეკოსისტემად ჩამოყალიბდა. სტატიაში ნათქვამია, რომ „თეგეტა“ ქმნის ისეთ საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რომელსაც იშვიათად შეხვდებით არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ ევროპაში. სწორედ ამან მოუტანა კომპანიას არაერთი აღიარება, მათ შორის „თეგეტა” ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Groupauto International-ის გლობალური ჯილდოს მფლობელია.
ავტორიტეტულ ჟურნალში ვკითხულობთ, რომ „თეგეტამ“ პირველმა დანერგა Destination Porsche-ს კონცეფცია რეგიონში და გასულ წელს გახსნა ახალი კონცეპტუალური შოურუმი: Volvo Retail Experience, რომელიც ბრენდის სამშობლოში წარმოდგენილი კონცეფციის ანალოგია. „თეგეტა“ ასევე აშენებს VRE კონცეფციის სერვისცენტრს რეგიონის სხვა ქვეყნებში. ტოიოტას საერთაშორისო გაიდლაინით მოაწყო „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული შოურუმი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „თეგეტას“ სწრაფვა განვითარებისკენ გაცილებით ადრე დაიწყო - ჰოლდინგის ცენტრალურ ფილიალში ჯერ კიდევ 2008 წლიდან MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრი ფუნქციონირებს. ის სრულად შეესაბამება გერმანული ბრენდის სტანდარტებს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე შრომის უსაფრთხოების, ინსტრუმენტებისა და დანადგარების თვალსაზრისით. „თეგეტა“ 2007 წლიდან ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში.
„თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა, Top gear-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კომპანიის პრიორიტეტია საავტომობილო სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებით, მომხმარებელს ავტომობილის ფლობა გაუმარტივოს.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თითქმის სამი ათეული წელია, ბაზარზე ვართ და ჩვენი პრიორიტეტია, საავტომობილო სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებით მომხმარებელს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ. ამავე დროს მუდმივად მივყვებით ცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში, ვნერგავთ მათ ჩვენს ყოველდღიურობაში და მაღალი დონის მომსახურებით ვპასუხობთ მომხმარებლის მოლოდინებს. მსოფლიო სტანდარტების დანერგვა და მდგრადი მიზნების მისაღწევად რეგიონში ძირეული ცვლილებების გატარება ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს, პირველ რიგში, მომავლის კონცეფციებზე აგებული სერვისცენტრებისა და შოურუმების მშენებლობაა. მაგალითად, ჩვენი ახალი სერვისცენტრის შენობა სრულად პასუხობს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს და აქვს შესაბამისი ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი. აღსანიშნავია ისიც, რომ მასზე დამონტაჟებული მზის პანელები საჭირო ენერგიის 75%-ს გამოიმუშავებს. შენობის ტერიტორიაზეა განთავსებული ელექტროდამტენები, რაც სრულად პასუხობს თეგეტას მდგრადი განვითარების სტრატეგიას. ვფიქრობთ, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა აყალიბებს ნდობას და ხელს უწყობს გრძელვადიან ურთიერთობებს კომპანიასა და მომხმარებელს შორის. მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვით დღეს ამიერკავკასიაში სერვისის პირველი ჰაბი და მსოფლიო მასშტაბით სანდო ბიზნესპარტნიორები ვართ“.
„დიდი ბრენდების შეხვედრის ადგილი“ - ასე კი top gear-მა ვაკეში „თეგეტას“ ახალი, საავტომობილო მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნის ღონისძიება შეაფასა, რომელსაც კომპანიის პარტნიორები მთელი მსოფლიოდან დაესწრნენ. მათ შორის იყო Shell, Motul, Varta, Textar, Champion და Bridgestone.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალი, ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი საუკეთესო მაგალითია, რომ კომპანია მშენებლობაში ელექტრიფიცირების სტანდარტებს იცავს. შენობისა და ავტომობილების სადგომის გადახურვაზე 700-ზე მეტი მზის პანელია დამონტაჟებული, რომლებიც წლის განმავლობაში ნახევარ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. მზის პანელების დიდი ნაწილი თეგეტამ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით დაამონტაჟა.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ „თეგეტა“ უზბეკეთში - Mobil-ის დილერი, 2024 წლის იანვრიდან კი აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, ასევე MAN-ის ავტობუსებით მოამარაგა როგორც საქართველოს დედაქალაქი თბილისი, ისე მეზობელი სომხეთის დედაქალაქი ერევანი. სტატიის დასკვნით ნაწილში კი Top Gear წერს, რომ ჰოლდინგს წინ ამბიციური გეგმები აქვს.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ სტატიის წაკითხვა Top Gear-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
„თეგეტა მოტორსი“ სეზონური კამპანიის „მოემზადეს“ ფარგლებში, მომხმარებელს მორიგ შეთავაზებებს სთავაზობს. მოახლოებულ უქმეებზე ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, შ...
თუ ფორმულა 1-ის გულშემატკივარი ხართ, თიბისის ახალი კამპანია, სწორედ, თქვენთვისაა! კამპანიის მიზანია, გაგიმარტივოთ თანხის დაგროვება, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სასურველ რბოლაზე დასწრება შეძლოთ. ა...
რამდენად შესაძლებელია, მოძველებული სარეკლამო ბანერები ნაგავსაყრელზე არ აღმოჩნდეს და ახალი სიცოცხლე შეიძინოს? ამ კითხვაზე პასუხი ქართული ბრენდის, „ადამიანის“ შთამბეჭდავი ნამუშევრებია, რომლ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, აპრილის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხე...
გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ერთ-ერთ ყველაზე განხილვად საერთაშორისო თემად იქცა. სატარიფო პოლიტიკის მრავალჯერადი ცვლილების პარალელურად, გლობალურ ...
· „ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება საქართველოს საავტომობილო ბაზარს მალე მაღალტექნოლო...
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციურ ინიციატივას და Microsoft-ის პარტნიორი ხდება AI Fintech & Insurtech Accelerator პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური ეკ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები