თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
|
თიბისი კონცეპტის პარტნიორობით და კინოხელოვნების ცენტრ «პრომეთეს“ ორგანიზებით, წელს თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 4-დან 11 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი 4 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე კინოთეატრ ამირანში, პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის ფილმით «მისტერ ჯონსი» (2019 წ.) გაიხსნება. ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება კი, 10 დეკემბერს შედგება. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი «როქსი» (2022 წ.). ფილმის დახურული კინოჩვენება სპეციალურად თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი - „ოქროს პრომეთე“. ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილია 6 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ასევე, 8 სრულმეტრაჟიანი და 7 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
კინოფესტივალის ფარგლებში, 5 დეკემბერს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლებს ცნობილ რეჟისორ აგნეშკა ჰოლადთან შეხვედრას.
ფესტივალის საკონკურსო ფილმებს კი, საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:
რაც შეეხება ჟიურის, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა შემადგენლობა შეაფასებს.
მხატვრული ფილმების ჟიური:
ჯული ბერტუჩელი (საფრანგეთი)
ენცო პორჩელი ( იტალია)
სადაფ ფოროღი (ირანი)
დოკუმენტური ფილმების ჟიური:
ალის აგნესკირხნერი (გერმანია)
ჰარუტუნ ხაჩატრიანი (სომხეთი)
ოლენა იერშოვა ( უკრაინა)
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში:
· ევროპული ფორუმი
· ოსკარის მაძიებლები
· ჰორიზონტები
· დამზადებულია გერმანიაში
· ქვეყანა ფოკუსში-რუმინეთი
· უკრაინა: თავისუფლების ფერები
· რეჟისორი ფოკუსში-აგნეშკა ჰოლანდი
· ინიციატივა DOCA
· აპოლო: კინოს მეხსიერება
· განსაკუთრებული სეანსები
· ქართული პანორომა
საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს “ადამიანის უფლებები კინოში”. აღნიშნული ჯილდო დაწესდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ფესტივალის ფარგლებში ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე ნომინირებულია 10 ფილმი, რომელთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება ევროკავშირის პრიზით.
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროექტების წარდგენას ინდუსტრიულ პლატფორმაზე. თითოეულ კატეგორიაში წინასწარ შეირჩევა მაქსიმუმ 7 პროექტი. შერჩეული პროექტების საჯარო წარდგენა (ფიჩინგი) ჩატარდება 8 და 9 დეკემბერს. პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება 10 დეკემბერს, კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე.
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი , ქალაქ თბილისის მერია, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, რუმინეთის კულტურის ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო, ესპანეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, ავსტრიის საელჩო, რუმინეთის საელჩო, ბრაზილიის საელჩო, ევროკავშირი.
თბილისის საერთაშორისო კინოსფეტივალის სპონსპორია- თიბისი კონცეპტი, სასტუმრო "რუმსი" , მასტერქარდი, სასტუმრო «პულმანი», Terminal • ტერმინალი, VISMINO და «ბორჯომი».
28 ნოემბრიდან, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეიძინონ კინოფესტივალის აბონიმენტი და დაესწრონ ყველა იმ კინოჩვენებას რომელიც კინოთეატრ ამირანის დიდ დარბაზში გაიმართება. აბონიმენტის შეძენა მოხდება კონცეპტ ასისტენტის მეშვეობით.
1 დეკემბრიდან, ცალკეული ბილეთები გაიყიდება tkt.ge-ს ვებგვერდსა და კინოთეატრ ამირანის სალაროებში.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩე...
· მომსახურების კომპლექსურ ცენტრს გერმანული ავტოკონცერნის MAN-ის მიერ უმაღლესი A კატეგორია მიენიჭა · &...
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი გან...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები