0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსში“ ზეთის, აკუმულატორისა და საბურავის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე  20 წუთშია შესაძლებელი.

ნიკა მაღრაძე, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალის დირექტორი: „ჩვენთვის მომხმარებლის კომფორტი და  უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „თეგეტა მოტორსში“ გამუდმებით ვქმნით და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს, რომლებიც ავტომობილის მფლობელებს მომსახურებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. გვესმის, რომ დრო მნიშვნელოვანია, ამიტომ შევეცადეთ, საავტომობილო ინდუსტრიისთვის  შეგვეთავაზებინა განსაკუთრებული სიახლე, რომელიც ჩვენს მომხმარებელს სერვისცენტრში გატარებულ წუთებს კიდევ უფრო შეუმცირებდა. ზეთის, საბურავისა და აკუმულატორის შეცვლის დრო 20 წუთამდე დავიყვანეთ. გვჯერა, რომ  სწრაფი სერვისების ამოქმედებით მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვას კიდევ უფრო გავუიოლებთ.

სწრაფი სერვისების მისაღებად მომხმარებელმა ვიზიტი წინასწარ უნდა დაიჯავშნოს „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციით ან ქოლცენტრში დარეკვით ნომერზე: 032 226 44 44

 

პროცედურა მარტივია: „თეგეტა მოტორსის“ აპლიკაციაში მომხმარებელი ირჩევს  ვიზიტის დაჯავშნას, მონიშნავს უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ფილიალს და მომსახურებაში აირჩევს სასურველ სერვისს, მიუთითებს ფილიალში მისვლის დროს, საათსა და პროდუქციას, რომელსაც სერვისის მრჩეველი ადგილზე გამზადებულს დაახვედრებს.

 

„თეგეტა მოტორსის“ უნივერსიტეტის ქუჩის ფილიალში სწრაფი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევამდე 09:30-დან 21:00 საათმდე, შაბათს - 18:30 საათამდე, ხოლო კვირას - 18:00 საათამდე.

 

სწრაფი სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი დამატებითი შეთავაზებითაც ისარგებლებს. გადახდილი თანხის ნაწილი „თეგეტა მოტორსის“ ლოიალობის ბარათზე, კატეგორიების მიხედვით, ქულების სახით დაუბრუნდება: კლასიკ ბარათზე - 5%, სილვერზე - 7%, გოლდზე - 15%, პლატინაზე - 17%.

 

---

 

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...