1 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი აუცილებელია, ჩვენი ავტომობილი სრულად გამართული იყოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის რესურსიც სეზონურად უნდა  შემოწმდეს, აკუმულატორია, რადგან ის დაბალი ტემპერატურის მიმართ ყველაზე სენსიტიურია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება, შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. ამიტომ, როგორც კი ტემპერატურა აიწევს, მძღოლებმა აუცილებლად უნდა შეამოწმონ აკუმულატორი და,  საჭიროების შემთხვევაში, იზრუნონ მის ჩანაცვლებაზე.

26 აპრილის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ფილიალებში  უმაღლესი ხარისხის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მომხმარებელი VARTA-სა და EXIDE-ის აკუმულატორების შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებს, ხოლო ENERGIZER-ის აკუმულატორებზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

VARTA აკუმულატორების მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი გერმანული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა და ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს,  რომლებიც აკუმულატორების    წარმოებაშია მიღებული.

რაც შეეხება  EXIDE-ს, ეს არის ამერიკული ბრენდი. მისი აკუმულატორები, VARTA-ს მსგავსად, გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, გამძლეობითა და ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდით. EXIDE-ის პროდუქცია განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის.

ამერიკული ბრენდის Energizer-ის აკუმულატორები ასევე გამოირჩევა ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდით და აქვს ასევე კოროზიისგან დაცვის ძლიერი მექანიზმი. ამ ბრენდის პროდუქცია დამზადებულია ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და CO2-ის ნაკლებ ემისიებს. 

სამივე ბრენდი აკუმულატორებს აწარმოებს მოწინავე AGM და EFB  ტექნოლოგიებით. AGM მეთოდით დამზადებულ აკუმულატორებს აქვს კლასიკური თხევადი სისტემის აკუმულატორებზე 3-ჯერ გახანგრძლივებული ექსპლუატაციის პერიოდი, მაღალი გამშვები (სასტარტო) დენი, ღრმა განმუხტვის დროს არ კარგავს ტევადობის მოცულობას. 

აკუმულატორის შერჩევისას მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს მწარმოებლის რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც განსაზღვრულია, რა ზომისა და ამპერაჟის აკუმულატორი შეესაბამება ავტომობილს. თუ მყიდველი იმაზე მაღალი ან დაბალი ამპერაჟის აკუმულატორის შეძენას გადაწყვეტს, ვიდრე მწარმოებლის მიერ არის განსაზღვრული, ამან შესაძლოა, ავტომობილის სხვა დეტალების დაზიანება გამოიწვიოს.

„თეგეტა მოტორსში“ VARTA-ს, EXIDE-სა და ENERGIZER-ის აკუმულატორების დიდი არჩევანია და შესაძლებელია ნებისმიერ ავტომობილზე მორგებული აკუმულატორის შერჩევა, რაშიც მომხმარებელს  „თეგეტას“  გამოცდილი სპეციალისტები დაეხმარებიან. 

__

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...

  • 17:43

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯ...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...