„მოემზადე“ - სააღდგომო შეთავაზებები „თეგეტა მოტორს...
„თეგეტა მოტორსი“ სეზონური კამპანიის „მოემზადეს“ ფარგლებში, მომხმარებელს მორიგ შეთავაზებებს სთავაზობს. მოახლოებულ უქმეებზე ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, შ...
|
ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიებამ 110-ზე მეტ მომხსენებელსა და 800-მდე სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალის მომხსენებლებს შორის იყვნენ: მარია რესა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში; გარი შტეინგარტი, The New York Times-ის ბესტსელერის ავტორი; ბაო ნგუენი, ემიზე ნომინირებული კინორეჟისორი, რომლის სახელსაც უკავშირდება დოკუმენტური ფილმები Bruce Lee-სა და მსოფლიოში ცნობილი ჰიტის We Are the World-ის შესახებ; ჯონი ჰარისი, Emmy-ს ჯილდოს არაერთგზის მფლობელი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ბლოგერი; მოლი კრაბაპლი, არტისტი, რომლის ანიმირებული ფილმები Emmy-ზე სამჯერ იყო ნომინირებული; ჯო საბია, Vogue-ის საკულტო „73 Questions“ შემქმნელი; ვოლოდიმირ ერმოლენკო, უკრაინელი ფილოსოფოსი და ჟურნალისტი, UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი; გალენ ჰუქსი, ჯანეტ ჯექსონის, ჯასტინ ბიბერის, ბრიტნი სპირსის, აშერის, რიანას და სხვა მრავალი პოპ ვარსკვლავის ქორეოგრაფი; ადამ პინკუსი, კინოპროდიუსერი და კრეატიული ხელმძღვანელი, Emmy-ს, Webby-ს, და Cannes Lion-ის ჯილდოების მფლობელი; კრისტოფერ ვაილი, Cambridge Analitica-ის დატა სკანდალის ავტორი; პაკისტანელი უფლებადამცველის, მალალა იუსაფზაი-ს მშობლები და სხვა მრავალი მომხსენებელი.
ფესტივალის განმავლობაში, 6 სხვადასხვა სცენაზე გაიამართა მასტერკლასები, ვორქშოფები, პანელური დისკუსიები სესიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, კონფლიქტების გავლენა სამყაროს ფორმირებაზე, დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობა, რუსული პროპაგანდა, ფილოსოფიის როლი ხელოვნური ინტელექტის ერაში, ჯენზის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში და მრავალი სხვა. არაერთი პანელური დისკუსია დაეთმო „რუსულ კანონს“, ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა ისაუბრეს ამ კანონის უარყოფით გავლენაზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე დემოკრატიული პროცესების განვითარების მიმართულებით.
ქალაქის სხვადასხვა ადგილას შემეცნებითი ტურები ჩაატარეს ქართველმა მოდერატორებმა ისეთი თემების გარშემო როგორიცაა, საქართველოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსული, თანამედროვე ქართული ხელოვნება, ტურის მონაწილეებმა ასევე იმოგზაურეს ნინო ხარატიშვილის რომანში “მერვე სიცოცხლე”. წელს პირველად ZEG-ის ერთ-ერთი სცენა დაეთმო არა მხოლოდ მომხსენებლებს, არამედ ღონისძიების სტუმარებსაც, „ღია მიკროფონზე“ თითოეულ დამსწრეს მიეცა შესაძლებლობა საკუთარი ამბავი ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინა.
23 ივნისს სამდღიანი ფესტივალი საზეიმოდ სუხიშვილების „ხორუმით“ დაიხურა.
ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story
ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Visa, საქართველოში აშშ-ს საელჩო, რადიო თავისუფლება, IFPIM, სტრატეგიის და განვითარების ცენტრი CSD, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, IREX, Setanta Sports, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ROOMS, MARGO, Honore, Jujuna, Windfor's, SOC, ლიკანი, ეფეს საქართველო, Fabrika, Retain, BOLT.
დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: Webpage, LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube
სიახლეებისთვის, გამოიწერეთ ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up
„თეგეტა მოტორსი“ სეზონური კამპანიის „მოემზადეს“ ფარგლებში, მომხმარებელს მორიგ შეთავაზებებს სთავაზობს. მოახლოებულ უქმეებზე ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, შ...
თუ ფორმულა 1-ის გულშემატკივარი ხართ, თიბისის ახალი კამპანია, სწორედ, თქვენთვისაა! კამპანიის მიზანია, გაგიმარტივოთ თანხის დაგროვება, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სასურველ რბოლაზე დასწრება შეძლოთ. ა...
რამდენად შესაძლებელია, მოძველებული სარეკლამო ბანერები ნაგავსაყრელზე არ აღმოჩნდეს და ახალი სიცოცხლე შეიძინოს? ამ კითხვაზე პასუხი ქართული ბრენდის, „ადამიანის“ შთამბეჭდავი ნამუშევრებია, რომლ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, აპრილის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხე...
გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ერთ-ერთ ყველაზე განხილვად საერთაშორისო თემად იქცა. სატარიფო პოლიტიკის მრავალჯერადი ცვლილების პარალელურად, გლობალურ ...
· „ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ემსახურება საქართველოს საავტომობილო ბაზარს მალე მაღალტექნოლო...
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციურ ინიციატივას და Microsoft-ის პარტნიორი ხდება AI Fintech & Insurtech Accelerator პროგრამაში, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური ეკ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები