0 2 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოში, პირველად AUTO GALLERY-ში NISSAN ARIYA-ს გაყიდვები დაიწყო

ელეგანტური, ჭკვიანი, მძლავრი - AUTO GALLERY-მ ქართულ ბაზარზე NISSAN ARIYA-ს გაყიდვები დაიწყო. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ იაპონური მწარმოებლის გამორჩეული ელექტრომობილი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ შემოიყვანა. მიუხედავად ამისა, ინტერესი მის მიმართ საკმაოდ მაღალია და NISSAN ARIYA-ს ერთი ერთეული უკვე გაყიდულია.

ქართველი მომხმარებელი NISSAN-ის ბრენდს კარგად იცნობს, ელექტრომობილების მიმართულებით კი ამ ბრენდის ღირსებას Nissan leaf იცავდა, თუმცა ARIYA რადიკალურად განსხვავებული და გაუმჯობესებული ავტომობილია. შესაბამისად, იაპონურ ავტომწარმოებელს აქვს ამბიცია, რომ ელექტრული SUV კლასში კონკურენციაში შევიდეს ნებისმიერ ავტომწარმოებელთან.

რაც შეეხება თავად ავტომობილს - ის ორიგინალური და დახვეწილი ექსტერიერითაა წარმოდგენილი. გარეგნულად მოდელი მომავლის ავტომობილს წააგავს, რელიეფზე გამოკვეთილი ხაზებით. მანქანის შემქმნელებმა მოახერხეს ინტერიერის სივრცის მაქსიმალურად გაზრდა. ინტერიერი საკმაოდ მინიმალისტურია. მას აქვს ღილაკების მინიმალური რაოდენობა, ამავე დროს ეფექტიანად იმართება ფუნქციები, რომლებიც თქვენს განკარგულებაშია და უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია ორი დისპლეის გამოყენებით.

NISSAN ARIYA რამდენიმე მოდიფიკაციით იწარმოება, ყველა მათგანი გამორჩეულია სიმძლავრითა და მანძილის დიაპაზონით. ერთამძრავიანი ვერსიის ბატარეების სიმძლავრე 87 კვტ/სთ-ია, რომელიც 242 ცხენის ძალას უზრუნველყოფს. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კი, 7,5-7,6 წამში შეძლებთ. მანძილის დიაპაზონი 600 კილომეტრამდეა.

ლევან თაღიაშვილი, AUTO GALLERY-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „უახლოეს მომავალში საქართველოში NISSAN ARIYA-ს სრულამძრავიანი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. მისი ტექნიკური მახასიათებლებიც შთამბეჭდავად გამოიყურება, განსაკუთრებით აჩქარების დრო, NISSAN ARIYA Performance 0-დან 100კმ-მდე აჩქარებას 5.1 წამს ანდომებს.

მოგეხსენებათ, ავტომობილების შეძენისას, მნიშვნელოვანი კომპონენტია საგარანტიო მომსახურება. AUTO GALLERY მომხმარებლებს NISSAN ARIYA-ს შეძენის შემთხვევაში 2 წლიან გარანტიას (ან 100,000 გარბენი) სთავაზობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ისიამოვნებთ ახალი ავტომობილით, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიისგან სათანადო მხარდაჭერასაც მიიღებთ“.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“, აქტიურად მუშაობს ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტის განვითარების მიმართულებით და მიმდინარე ინფრასტრუქტურული გამოწვევების საპასუხოდ, ელექტროდამტენების ქსელის განვითარებას განაგრძობს. 2024 წელს, ჯამში, საქართველოს მასშტაბით 70 დამტენი სადგური მოეწყობა.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანია ახდენს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანას. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...

  • 11:20

    AWS GameDay - თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლ...

    თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები დ...

  • 11:15

    „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტ...

    „თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის გან...

  • 11:58

    თიბისი Global Trade Review-ს ჯილდოს ფინალისტია ნომ...

    თიბისი ვაჭრობის დაფინანსების ინდუსტრიაში წამყვანი საერთაშორისო მედია კომპანიის - Global Trade Review-ის ვაჭრობის ლიდერების ჯილდოს ფინალისტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ბანკი აღნიშნულ ჯილ...

  • 11:44

    „დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში,...

    „დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის...