0 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან თიბისი კონცეპტში

თიბისის კონცეპტი, ქეთი კაპანაძის გამოფენის „საწამლავი წყვილისთვის“ ფარგლებში, 27 აპრილს, 15:00 საათზე ხელოვან ქეთი კაპანაძის და კურატორ ირინა პოპიაშვილის შეხვედრას მასპინძლობს.

 

ხელოვანი და კურატორი ისაუბრებენ ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენის შესახებ, რომელსაც თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცე მასპინძლობს. შეხვედრაზე განიხილავენ ხელოვანის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს - მათი შექმნის ისტორიას, კონტექსტსა და მნიშვნელობას.

 

თიბისი კონცეპტის ორივე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ხელოვანის ნამუშევრები, რომლებიც ქეთი კაპანაძემ, თითქმის 40 წლიანი შემოქმედების განმავლობაში, შექმნა.

 

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.

 

***

ირინა პოპიაშვილი არის ხელოვნებათმცოდნე და კურატორი.

2013 წლიდან არის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი და უნივერსიტეტის პროფესორი.

2013-2017 წლებში იყო Popiashvili Gvaberidze Window Project-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2017 წლიდან არის კუნსტჰალე თბილისის თანადამფუძნებელი. 2012 წლის მარტი-ნოემბერი იყო თბილისის სახელმწიფო აკადემიის რექტორი. 2001-2012 წლამდე იყო Newman Popiashvili Gallery-ის თანამფლობელი. იგი არის მრავალი გამოფენის კურატორი, მათ შორის, 1999 წლის ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე; 2004 წლის ფარაჯანოვის გამოფენა Zimmerli Art Museum-ში; 2012 - Reframing the 80s, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა; 2018 - “კარლო კაჭარავა დღეს”, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა.

 

ქეთი კაპანაძე ცხოვრობს და მუშაობს საქართველოსა და გერმანიაში. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1984-1990). ქეთი 2000 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში. თავის შემოქმედებაში ის იძიებს იდენტობის თემას და ქალი ხელოვანის როლს საზოგადოებაში. ის მონაწილეობდა ისეთ საკვანძო ჯგუფურ გამოფენებში როგორებიცაა 1997 წლის IFA-ს გამოფენა From Painting to Photography; 1999 წელს After the Wall, Moderna Museet, Stockholm, 2009 წელს Born in Georgia, Cobra Museum ამსტერდამში, 2012 წელს Revising the 80s ეროვნულ გალერეაში, თბილისი. 2018 წელს დაიკარგა 12 ქალი, აბრეშუმის მუზეუმში თბილისში. 2016 წელს Kettler Verlag-მა გამოსცა ქეთი კაპანაძის მონოგრაფია What is Love. 2007 წელს იმყოფებოდა Cité des Arts-ის რეზიდენციაში პარიზში. მისი ნამუშევრები არის ბოხუმის მუზეუმის, შტუტგარტის სახელმწიფო გალერეის, Kunsthalle Göppingen-ის და Jane Voorhees Zimmerli Art Museum-ის კოლექციებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...