0 7 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში“ - თიბისი კაპიტალმა AmCham-ის წევრებს პუბლიკაცია წარუდგინა

თიბისი კაპიტალმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მაკრო-სექტორულ ღონისძიებას უმასპინძლა.

 

პუბლიკაციში - „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში“ საქართველოს ეკონომიკაზე და ქართულ ბიზნესზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პოტენციური გავლენაა  განიხილული.

 

საქართველოსთვის ევროკავშირი სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორია. 

 

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში განხილულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რომელიც აჩვენებს თუ როგორ უწყობს ხელს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. 

 

პუბლიკაციაში განხილული ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ერთ-ერთია  ბულგარეთის  მაგალითი. ბულგარეთმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ - 2000-2006 წლებში, ევროკავშირში ექსპორტის წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა. 2022 წელს კი - 60%. წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა. გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც. 

 

შეხვედრაზე თიბისი ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა - ოთარ ნადარაიამ, მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მოლოდინები მიმოიხილა.

 

ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარაა და მცირდება, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს.

საქართველოში მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და მომავალში ტენდენციის კლებაა მოსალოდნელი.

 

უკვე დაბალია ფასების ზრდის ტემპიც. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვების და მომგებიანობის მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი.

 

ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ამასთან, ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში აშშ დოლართან მიმართებაში უფრო მყარ ევროზე თანხმდება.

 

საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია.

 

პუბლიკაციაში, საბაზო სცენარების გარდა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიცაა განხილული. მნიშვნელოვანია კონფლიქტის გავლენა საქართველოში ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. ისრაელის წილი საქართველოში ტურიზმის მიმართულებით - 6,7%, ფულად გზავნილებში კი 5,3%-ია. ნოემბრის მდგომარეობით, თიბისის არხებით ისრაელის მოქალაქეების მიერ საბარათე გადახდებისა და ისრაელიდან გზავნილების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე გზავნილებზე ნეგატიური გავლენა არ იკვეთება და ტურიზმის შემცირებასთან ერთად, ისრაელიდან პოზიტიური მიგრაციის ეფექტიც ჩანს.

 

„ამერიკის სავაჭრო პალატისა და თიბისის ერთობლივი ღონისძიებები უკვე ტრადიციაა. 2022-ის ბოლოსაც შევაჯამეთ წელი. წელს პალატის წევრებს მეორედ შევხვდით და მაკროსექტორული შეჯამება და სამომავლო პროგნოზები წარვუდგინეთ იმისთვის, რომ სწორი სტრატეგიული გადაწყვეტები მიიღონ. ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწორი მოლოდინი და ხედვა ჰქონდეს იმ გარემოში, სადაც ოპერირებს. სწორედ ამიტომ, თიბისი კაპიტალმა, როგორც ქართული ბიზნესების სტრატეგიულმა მრჩეველმა, პირველმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია და გააანალიზა პრაქტიკაში რას ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისთვის და ბიზნესსექტორისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ოპტიმისტურად ვუყურებთ იმ შესაძლებლობებს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოჰყვება. AmCham-თან ერთად, თიბისი იქნება ბიზნესების მხარდამჭერი საერთაშორისო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცანოთ ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:09

    თიბისის შეთავაზება - დაიბრუნე 30% ზუგდიდი მოლში ...

    22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...

  • 15:02

    ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება - ბორჯღალოსნების და ...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...

  • 10:55

    თიბისის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა - GetData...

    თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...

  • 10:50

    სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში ...

    PSP-ს ინოვაციური პროექტი - პირველი ლოქერი ფარმაციაში მომხმარებელს შოპინგის ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს: ონლაინ შეკვეთის მისაღებად კონკრეტული მისამართის მითითება და ლოდინი საჭირო აღარ არის;...

  • 14:38

    თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა...

    შემეცნებითი პოდკასტების სერია - მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდი...

  • 12:23

    თიბისის მობაილბანკში სიახლეა - გაიგე, რომელია შენს...

    ინვესტირებისას, ხშრიად ყველაზე რთული, პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როდესაც არ იცი საიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ, თიბისის მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ინოვაციური პროდუქტი - სმარტ პორტფელები დაემა...

  • 12:20

    კოტე სულაბერიძე - ჩემი კავკასიონი...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22  მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”.  გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე ...