2 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგი“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ინტეგრირებული თეატრის მხარდამჭერი გახდა

 

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს.  ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“  მხარდამჭერი გახდა და საკუთარ წვლილს შეიტანს დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნაში.

ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და პროფესიონალ ხელოვანებს აერთიანებს. თეატრის მიზანია, სცენით დაინტერესებულმა დაუნის სინდრომისა და სხვა საჭიროებების მქონე პირებმა თავიანთი თავი სამსახიობო ხელოვნებაში გამოცადონ.

თეატრისთვის, რომელიც თბილისის გარდა, აქტიურად მართავს წარმოდგენებს სხვადასხვა რეგიონში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გასტროლების დროს გადაადგილებაა. სწორედ ამიტომ  „თეგეტა“ დასს ამ მიმართულებითაც გაუწევს დახმარებას და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „საზოგადოების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამის ნაწილია ის სხვადასხვა პროექტი, რომლებიც დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად განვახორციელეთ. რაც შეეხება „აზდაკის ბაღს“, მათ მხარდაჭერა გასულ წელსაც გავუწიეთ, თუმცა ახლა გადავწყვიტეთ, გაგვეფართოებინა ეს თანამშრომლობა და დასის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ.  

ჩვენი მხარდაჭერის მიზანია, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ამ არაჩვეულებრივი დასის სპექტაკლები, მეტი კავშირი გაჩნდეს ჩვენ შორის და, საბოლოოდ, წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი და ინკლუზიური გარემოს შექმნაში. გარდა ამისა, „აზდაკის ბაღი“ ჩვენი  დონაციის პლატფორმაზე, Tegeta care-ზეც განვათავსეთ და საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა მივეცით“.

დაუნის სინდრომისა და სხვა სპეციალური საჭიროების მქონე პირების თეატრით გაერთიანების იდეა რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილს 2015 წელს დაებადა. რეპეტიციები მან ნაქირავებ სარდაფში დაიწყო და პირველი სპექტაკლი - „ბოშები“ -  მზიურის ამფითეატრში წარმოადგინა. 2015 წლის შემდეგ ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღმა“ 10-მდე სპექტაკლი დადგა.

 

ბაჩო გაბრუაშვილი, ინტეგრირებული თეატრის, „აზდაკის ბაღის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი: „თეატრის შექმნის იდეა სარეაბილიტაციო დღის ცენტრებში მუშაობისას დამებადა, სადაც სპექტაკლი დავდგი და ახალგაზრდების ენთუზიაზმი დავინახე. ჩვენი დასის წევრებისთვის აბსოლუტურად ყველაფერია ეს თეატრი. თეატრი შშმ პირებს, საკუთარი თავისა და მომავლის რწმენასთან ერთად, განათლების არაფორმალური გზით მიღების საშუალებასაც აძლევს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, გარეთ გავიდნენ, აქტივობებში ჩაერთონ, ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა. აქ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ყველანი ვზრუნავთ ამ ადამიანებისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემაზე. ამ პროცესში ნებისმიერი დახმარება ძალიან ღირებულია ჩვენთვის“.

 

რეგიონების პარალელურად, „აზდაკის ბაღი“ ხშირად მართავს წარმოდგენებს თბილისის სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ბოლო ნამუშევრით - ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული Hellados-ით - დასმა უკვე მოიარა დედაქალაქის არაერთი სკოლა. „აზდაკის ბაღის“ რეჟისორი ამბობს, რომ მოსწავლეები ცნობენ და უმეგობრდებიან დასის წევრებს.   

 

„აზდაკის ბაღს“ საკუთარი შენობა ამ ეტაპზე არ აქვს. თეატრი აკაკი ხორავას სახელობის სახლში გადის რეპეტიციებს. აქ დაიდგა Hellados-იც, რომელსაც ინტეგრირებული თეატრის მაყურებელი მიმდინარე კვირაში გორსა და ქუთაისში ნახავს. 

 

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Lamborghini, Bentley, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...