ახალი ბრენდები, თანამედროვე შოურუმები და გაყიდვები...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
|
„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, თიბისიმ USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენდუქიძის კამპუსმა უმასპინძლა.
TechXplore-ის მიზანია, ხელი შეუწყოს მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
ოთხი დღის განმავლობაში გუნდებმა, რომლებიც დაკომპლექტდნენ ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვა მიმართულებების კომპეტენციების მქონე მონაწილეებით, მენტორებისა და ეჯაილ ქოუჩების ჩართულობით, იმუშავეს იდეის ირგვლივ, რომლის მიზანი კონკრეტული პროექტის ტექგადაწყვეტის შექმნა იყო.
TechXplore-ის მეოთხე დღეს გუნდებმა ინოვაციური ტექიდეები და პროექტები წარადგინეს. გამარჯვებულებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების (Microsoft, Nvidia) 15 000 ლარის აქციები გადაეცათ საჩუქრად.
I ადგილი - გუნდი Firewall პროექტით „Claimsmart“. Claimsmart სადაზღვეო ურთიერთობის ხელშეკრულების გაფორმებისას სმარტ კონტრაქტის გენერაციას ახდენს, ხოლო სადაზღვეო შემთხვევის დადგომისას სმარტ კონტრაქტით დაზღვეულს ავტომატურად ანაზღაურდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.
II ადგილი - გუნდი CTRL C. წევრებმა წარადგინეს პლატფორმა და აპლიკაცია „E-სწავლე“. ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მორგებულია, როგორც კომპანიების, ისე დამოუკიდებელი ლექტორებისა და ტექნიკური განათლების მსურველთა ინტერესებზე.
თიბისი ინვესტიციების რჩეული კი გახდა გუნდი FUTURISIERS. გუნდის წევრებმა წარმოადგინეს პროექტი „Investify Kids“, საინვესტიციო-სასწავლო პლატფორმა/აპლიკაცია, რომელიც შექმნილია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის. პლატფორმა იყენებს სიმულაციურ საინვესტიციო თამაშებს, რათა სახალისო და ინტერაქტიული გზით, მოზარდებში გაზარდოს ფინანსური ცოდნის დონე და საინვესტიციო უნარები.
დაჯილდოების ფარგლებში თიბისი ტექმა თავისი რჩეული გუნდიც გამოავლინა და ტექნოლოგიურად ყველაზე გამართული პროდუქტის შექმნისთვის გუნდი „მე-6 ელემენტი“ დაასაჩუქრა. ასევე, ერთ-ერთმა ტექლიდმა თავისი რჩეული გუნდიც დაასახელა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა არსებული იდეისა და MVP-ს საბოლოო პროდუქტად ქცევასა და ბაზარზე გაშვებაში.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის "TBC X USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის” 150-მდე მონაწილემ. ასევე, სფეროს ტექლიდებმა, მენტორებმა და Agile ქოუჩებმა.
TechXplore-ის მენტორინგ პროცესში მონაწილეობდნენ ტექლიდები, როგორც თიბისიდან, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიებიდან - Space International, Spectre და TEGETA Holding, რომლებმაც ასევე საჩუქრები გადასცეს გამარჯვებულებს.
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები