„თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტ...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
|
. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ რჩეული მონაწილე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი გლობალური ჰაკათონის, NASA Space Apps Challenge 2023-ის მხარდამჭერი იყო. ორდღიანი ჰაკათონის შემდეგ კომპანიამ საკუთარირჩეული გამოავლინა და გუნდი BASE 2 სპეციალურიპრიზით დააჯილდოვა.
NASA-ს ჰაკათონი მონაწილეებს ყოველ წელს სხვადასხვა გამოწვევას სთავაზობს, მათ კი თემაზე ინდივიდუალურად ან ჯგუფურად უწევთ მუშაობა. 2023 წელს მთავარ თემად Explore Open Science Togetherშეირჩა. ამჯერად მონაწილეებს დედამიწისა და კოსმოსის ყველაზე დიდი გამოწვევებიდან მოუწიათგამოსავლის მოძებნა.
თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ტოიოტა განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის სტრატეგიის ნაწილია ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებითა და ეკოლოგიაზე ზრუნვით შექმნას უკეთესი გარემო. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც”, რა თქმა უნდა, უერთდება ტოიოტას გლობალურ ხედვას. ყოველთვის მივესალმებით ინოვაციურ იდეებს დააღნიშნულ პროექტში ჩავერთეთ, რათა წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდების წინსვლასა და განვითარებაში. NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში ძალიან საინტერესო ორდღიანი ჰაკათონის მომსწრეები ვიყავით. ჩვენი რჩეული კი გახდა გუნდი BASE 2. მათ ვიდეო თამაშითკარგად აჩვენეს თუ როგორი მნიშვნელოვანი რესურსია წყალი. გვჯერა, წარმოდგენილი იდეები ძალიან მალე განხორციელდება და წვლილს შეიტანს უკეთესი სამყაროს შექმნაში“.
Toyota-ს გლობალური ხედვით, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემები ინოვაციური იდეებითა და ახალი ტექნოლოგიებით უნდა გადაწყდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება NASA Space Apps Challenge-იც, რათა აღმოაჩინონ ადამიანები, რომლებიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიან.
Toyota-ს გლობალური სტრატეგია, Going Beyond, რომლის მიზანიც უკეთესი სამყაროს შექმნაა, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ისეთი პროდუქტის შექმნას გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას და ადამიანებს უკეთეს, ჯანსაღ სამყაროში ცხოვრების საშუალებას მისცემს.
წლევანდელი გლობალური ჰაკათონი, რომელიც ერთდროულად 225-ზე მეტ ადგილას მიმდინარეობდა, NASA-სა და 13 კოსმოსური სააგენტოს პარტნიორობით განხორციელდა.
ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური იყო, ჰაკათონში ჯამში 100 ზე მეტი აპლიკაცია დარეგისტრირდა და 20 ზე მეტი მონაწილე გუნდი შეიკრა. NASA Space Apps Challenge 2023 ორგანიზებული იყო სტარტაპ ბიუროსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.
--
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა" „თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
22 და 23 მარტს, თუ ზუგდიდი მოლს ეწვევით, შეძლებთ ისარგებლოთ თიბისის ქეშბექ შეთავაზებით და ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაიბ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან ...
თიბისი, როგორც მოწინავე კომპანია ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და ამჯერად თიბისი IT აკადემია, ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები