თიბისი აგრობიზნესისთვის - აჭარული ლურჯი მოცვის მო...
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...
|
2022 წელს “თიბისი დაზღვევა” პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა დაამატა. დღეისთვის ამ დაფარვით სარგებლობა ჯანმრთელობის დაზღვევის ყველა მომხმარებელს შეუძლია, რაც 600-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. პროდუქტის მოხმარება ყოველ წელს იზრდება. დაფარვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2024 წლის დასაწყისში 3-ჯერ მეტმა დაზღვეულმა ისარგებლა. ეს იმაზე მიუთითებს, საზოგადოებაში იზრდება ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე და ნელ-ნელა ნორმალიზდება მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი.
მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობას დიდი ყურადღება ექცევა დამსაქმებლებშიც, რადგან თანამშრომლების ფსიქიკური კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან. მენტალური ჯანმრთელობის საკითხებმა, როგორიცაა სტრესი, შფოთვა, დეპრესია, შეიძლება შეამციროს თანამშრომლების კონცენტრირების, გადაწყვეტილების მიღებისა და ამოცანების ეფექტურად შესრულების უნარი. კომპანიებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ თანამშრომელთა მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც წესი, აქვთ დასაქმებულების გადინების დაბალი მაჩვენებელი, ხოლო მათი კმაყოფილების დონე და შრომის შედეგები - მაღალი. თანამშრომლები, რომლებიც გრძნობენ მხარდაჭერას კომპანიის მხრიდან, უფრო მოტივირებულები და ლოიალურები არიან.
თიბისი დაზღვევის მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის დადებით შედეგებს, ლიკა ზუროშვილი, “ეპამის” HR მენეჯერი, გვიზიარებს: „მენტალური ჯანმრთელობა არის საკითხი, რომელსაც ჩვენ, როგორც კომპანია დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მოხარულები ვიყავით, როდესაც შევიტყვეთ, რომ საქართველოში შესაძლებელი გახდა ამ ტიპის დაფარვის შეთავაზება ჩვენი თანამშრომლებისთვის. აქტიურად გავავრცელეთ ინფორმაცია ჩვენს თანამშრომლებში და დადებითი გამოხმაურება მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი და მენტალურ ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ისევე, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გვიხარია, რომ “თიბისი დაზღვევა” ამ საკითხს ასეთ ყურადღებას უთმობს.”
“დაფარვის დამატებისთანავე მივიღეთ დადებითი გამოხმაურება, რასაც შემდგომ უკვე მოჰყვა დიდი მოთხოვნაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებისთვის ყურადღების იქცევა ნორმალიზდეს და ხალხი არ ხედავდეს ამაში რაიმე განსაკუთრებულს. მენტალურ ჯანმრთელობაზეც ისევე უნდა ვზრუნავდეთ, როგორც ფიზიკურზე. პროდუქტზე როგორც მოთხოვნა, ისევე მისი მოხმარებაც ყოველ წელს იზრდება და, იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ჩვენი კომპანია სხვადასხვა გზებით ცდილობს მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობისთვის ხაზის გასმას. გარდა მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევისა, გვაქვს აქტივობები ამ თემის გარშემო ცნობიერების ასამაღლებლად, მაგალითად, კამპანია “დასამალი არაფერია”, რომელიც საზოგადოებას შეახსენებს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხმამაღლა საუბარი მოსულა.” - სერგო საყვარელიძე, “თიბისი დაზღვევის” სამედიცინო დაზღვევის დირექტორი.
მენტალური ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში დაზღვეულს შეუძლია თერაპიულ სესიებზე ისარგებლოს თანაგადახდით “თიბისი დაზღვევის” პროვაიდერ ცენტრებში - კამარაში, მენტალ ჰაბში ან დიალოგში. ეს მომსახურება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტშია ინტეგრირებული.
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.  ...
„პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში, 26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიც...
2025 წლის 30 მაისს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართება. ღონისძიების მთავარია მიზანია გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებე...
29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ. PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სა...
თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს, ამიტომ ისინი ამ გამორჩეული შესაძლებლობით სარგებლობას სულ მალე, 05.05.2025-ში, კვლავ შეძლებენ. 5 მაის...
თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ. თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობ...
მაისი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები