მიიღეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი მხოლოდ თიბ...
მომხმარებლების ყოველდღიური საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკს კონვერტაციის კურსის შეთანხმების ფუნქციონალი დაემატა. ახალი ფუნქციონ...
|
თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხით. ამ მიზნით გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. 2022 წელს გაფორმებული მემორანდუმი მიმდინარე წელს განახლდა, რაც მათ წარმატებულ თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. მემორანდუმი სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვას გულისხმობს.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტას წარმატების ხერხემალი ჩვენი თანამშრომლებია. მათი უსაფრთხოება და თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება კი - ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ თანამშრომლობა UNFPA-სთან და ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გენდერული თანასწორობისა თუ ინკლუზიური სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. „თეგეტა“ პირველი კომპანიაა ქართულ ბიზნესსექტორში, რომელმაც, გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, საერთაშორისო პროექტი „მამაკაცური საუბრები“ UNFPA-სთან თანამშრომლობით განახორციელა.
დღევანდელი დღე არის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების ახალი ეტაპი და ის საშუალებას მოგვცემს, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა კომპანიაში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიყვანოთ. UNFPA-სთან პარტნიორობა კი გვაძლევს საშუალებას, ეს პროცესი თანმიმდევრულად და ეფექტიანად გავაგრძელოთ“.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, განაახლონ აქტიური თანამშრომლობა სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ემსახურება ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზებისა და, ზოგადად, პასუხისმგებლობიანი ორგანიზაციული კულტურის ხელშეწყობას.
მარიამ ხანი, UNFPA წარმომადგენელი თურქეთში და ორგანიზაციის დირექტორი აზერბაიჯანსა და საქართველოში: „ჩვენ, გაეროს მოსახლეობის ფონდში (UNFPA), მოხარულნი ვართ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა „თეგეტა ჰოლდინგთან“, კომპანიასთან, რომელიც მზად არის, გაატაროს პოზიტიური ცვლილებები ოჯახთან თავსებადი გარემოს პოლიტიკის დანერგვით სამუშაო ადგილას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობით. ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება, ერთიან მოქმედებას მოითხოვს. ბიზნესთან პარტნიორობა, რომელიც თანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აუცილებელია არსებითი ცვლილებებისთვის“.
UNFPA-სთან თანამშრომლობით, „თეგეტაში“ დაიგეგმება და განხორციელდება ერთობლივი ინიციატივები გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით.
განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ გააგრძელებს კამპანიას „კაცები ზრუნავენ“ და ტრენინგები მოიცავს რეგიონებსაც, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ არეალებში, სადაც თეგეტას ფილიალებია განთავსებული. UNFPA -სთან ერთად, გაგრძელდება ოჯახთან თავსებადი გარემოს პოლიტიკაზე მუშაობაც და მოერგება ბიზნესის ახალ სტრატეგიულ ხედვასა და მიდგომებს, რომლებიც მხარს დაუჭერს ქალთა ჩართულობას შრომის ბაზარზე და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.
„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მრავალფეროვანი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნაზე, როგორც რეკრუტინგის პროცესისა და ახალი სამუშაო ძალის მოზიდვის, ისე არსებული სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლების კეთილდღეობასა და კომპანიის ორგანიზაციული კულტურის განვითარებას.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
მომხმარებლების ყოველდღიური საბანკო ოპერაციების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკს კონვერტაციის კურსის შეთანხმების ფუნქციონალი დაემატა. ახალი ფუნქციონ...
ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული ინდიკატორები და სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების უკვე უფრო მოცულობითი შევსება გლობალურად მომატებული გაურკვევლობის ფონზე გლობალურად მომატებული გაურკვევლობა. აშშ-...
· Tegeta Construction Equipment-ის სერვისცენტრი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად დასახელდა ბრიტანულმა კომპანიამ JCB-მ დაარსებიდან 80 წლის აღსანიშნა...
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, პარტნიორ კომაპანიებთან თანამშრომლობით, სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესმომხმა...
მსოფლიო საავტომობილო სექტორში ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ტენდეციის საპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს სრულად ელექტრულ EX30-ზე უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობ...
· ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმე...
თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ,...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები