Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...
ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...
|
მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო პერიოდი მთელ მსოფლიოში დიდი, ნათელი, ფერადი და იმედისმომცემი დღესასწაულის, სიცოცხლით სავსე მოლოდინთან ასოცირდება, როგორც აღმოჩნდა, უშუალოდ ახალი წლის დადგომას მსოფლიო მოსახლეობის გარკვეული პროცენტი სევდიანი ხვდება. მიზეზი ბევრია, თუმცა ზოგ შემთხვევაში, ის საერთოდაც არ არსებობს. ეს თავისთავად საინტერესო ფაქტია და აღმოჩნდა, რომ ამ სადღესასწაულო სევდას საქართველოდან, თურმე მწერალი დათო ტურაშვილი უერთდება.
დათო ტურაშვილი, მწერალი: „ახალ წელს არ ვხვდები. სინამდვილეში - თვითონ მოდის და ყოველ ჯერზე მოუმზადებელი ვარ სიხარულისთვის. ზოგადად, ახალ წელზე საუბარი არ მიყვარს, რადგან უკუღმართი ვარ (მართლა უკუღმა ვარ დაბადებული) და როცა უამრავი ადამიანი გახარებული აღნიშნავს ახალი წლის დადგომას, მე ძალიან სევდიანი ვხდები ხოლმე, იმ ღამესაც კი. თუმცა, მოწყენილობას არ მაცდის მაკა კეკელიძე და მისი ბრძანებით ვცდილობ შვილებთან ერთად მაინც გავერთო და რამდენიმე ჭიქაც მივირთვა.
ახალი წელი ბავშვობიდან ასოცირდება იმ ფილმებთან, რომელთა ნახვასაც მთელი წელი ველოდი ხოლმე. ეს იყო "კუჩხი ბედინერი" და მერე "ათოვდა ზამთრის ბაღებს". თელავი რომ მომენატრება, ახლაც ამ ფილმს ვუყურებ.
ერთი საერთო ოჯახური რიტუალი ჩვენც გვაქვს. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩემი სიდედრი, ნათელა კილასონია გვიგზავნის ხოლმე ისეთ ჯადოსნურ საცივს, რომელსაც, ჩემი ნება რომ იყოს, "ჩაკრულოსთან" ერთად კოსმოსში გავგზავნიდი.“
როგორც ამბობს, არც მოახლოვებული ახალი წლის ღამე იქნება განსხვავებული. ისევ სახლში, ოჯახთან და გენიალურ საცივთან ერთად შეხვდება და სიმბოლურად აღნიშნავს 2023-ის დადგომას. მიუხედავად იმისა, რომ თავად არც დიდი დოზით ალკოჰოლთან ექნება შეხება და არც იმ დილემასთან - დაჯდეს თუ არა ნასვამი საჭესთან, მიიჩნევს, რომ ამ პრობლემაზე საუბარი, შეხსენება და გაფრთხილება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გახდა „თეგეტა ჰოლდინგის“ წინასაახალწლო კამპანიის მონაწილე, რომელიც მძღოლებს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
დათო ტურაშვილი, მწერალი: „საქართველოში, ყოველწლიურად მომხდარი ავტოკატასტროფების უმრავლესობა ალკოჰოლთანაა დაკავშირებული. სწორედ სიმთვრალე ატყუებს ქართველების დიდ ნაწილს, როცა ისინი ვერ ხვდებიან გადაჭარბებული სიჩქარის ტრაგიკულ შედეგებს.
ყველაზე მთავარი, ალბათ იმის გააზრება იქნება, რომ თუ ჩვენი სიცოცხლე არ გვგონია იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მას მოფრთხილება უნდა, იმას მაინც უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს უგნურებას სხვისი სიცოცხლე ეწირება. და ვინ მოგვცა ჩვენ იმის უფლება, რომ ამდენი ადამიანი შევიწიროთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჭკუა არ გვყოფნის სწორად ცხოვრებისა და თუნდაც ავტომობილების სწორად მართვისათვის.“
თავად დათოს საკუთარი მანქანა არ ჰყავს და ამბობს, რომ საჭესთან ჯდომა არც უყვარს. მიუხედავად ამისა ხანდახან მაინც უწევს მართვა. რაც შეეხება ალკოჰოლს საჭესთან - მის ცხოვებაში ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, როგორც ამბობს, შორეულ ახალგაზრდობაში და ახლაც ძალიან რცხვენია. მანქანის მართვასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მხიარულ ისტორიასაც გვიზიარებს.
დათო ტურაშვილი, მწერალი: „ჩემი პირადი გამოცდილებიდან სახალისო ის იყო, როცა ერთხელ პოლიციელმა მართვის მოწმობა გამომართვა, სახელი და გვარი წაიკითხა და ასეთი უცნაური შეკითხვით მომმართა - შენ რომელი ტურაშვილი ხარო და რას ვეტყოდი - ვერიკო ტურაშვილი ვარ მეთქი.“
საახალწლო განწყობის შესაბამისი სახალისო ისტორიების გაზიარების შემდეგ კი ასეთ მილოცვას გვიტოვებს:
„თავისუფლებასთან, მშვიდობასა და ბედნიერებასთან ერთად, გონიერებასაც ვუსურვებ ჩვენს ხალხსა და ქვეყანას . ძალიან მინდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი ხალხი, ჭკვიანიც იყოს, არა მარტო საავტომობილო გზებზე, არამედ ყველგან, სადაც არასწორად ვცხოვრობთ...
დათო ტურაშვილი“
ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...
13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები