თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 202...
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
|
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი - „ინტერაქტიული წიგნები" მიმდინარეობს.
„ინტერაქტიული წიგნები" მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შექმნილი პროექტია, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბის" მიერ ხორციელდება. პროექტი 5 თვიან სალექციო კურსებს მოიცავს, სადაც მონაწილეები თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მათშორის, მულტიპლატფორმულ ძრავა Unity-ში მუშაობას შეისწავლიან. პროექტის შემდგომ ეტაპზე კი შეძენილი ცოდნით პროფესიონალ ილუსტრატორებთან, პროგრამისტებთან და საბავშვო ავტორებთანერთად10-ზე მეტ ინტერაქტიულ წიგნს შექმნიან, რომელიც ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი.
„ინტერაქტიული წიგნების"პროექტში ქვეყნის მასშტაბით 65 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას, მათ შორის უფროსკლასელები და სტუდენტები სხვადასხვა რეგიონებიდან. ამასთან, პროექტში ჩართულია 6 ქართველი ილუსტრატორი და 12 თანამედროვე საბავშვო მწერალი.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს შორის 5 მოსწავლე იმ სკოლებიდანაა, სადაც გასულ წელსსაქართველოს ბანკის ინიციატივითა და ქართული წიგნის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები მოეწყო.
„ინტერაქტიული წიგნები" სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელიც იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას, ახალგაზრდებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით მიიღონ ცოდნა და გახდნენ ქართული ინტერაქტიული წიგნების შექმნის მონაწილეები. ამასთან, პროექტი მათსაკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის დაგანვითარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა აღნიშნულ პროექტში სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოწყობილი იდეათეკებიდან მოსწავლეების ჩართულობა. ჩვენი მიზანია,ამ და სხვა პროექტების მხარდაჭერით მაქსიმალურად გავზარდოთ ახალგაზრდებში როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ხარისხიან განათლებაზე წვდომა", - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka
თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC...
თიბისი კაპიტალის შეფასებით, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან, როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. შეფა...
PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია 20 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, თითოეულ 100 ლარიან შენაძენზე, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 ლარიანი ფულადი ვაუჩერი. მომხ...
19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...
ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...
თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები