„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ...
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
|
„თეგეტა აკადემიამ“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო/სახელმწიფო კოლეჯებისა და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიება საავტომობილო სიმულაციური ციფრული სასწავლო პლატფორმა ELECTUDE-ის გაცნობას დაეთმო,რომელიც სწავლების სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს ქმნის.
„თეგეტა აკადემიაში“ გამართული საინფორმაციო ხასიათის ღია კარის დღე მიზნად ისახავდა პროფესიული მასწავლებლებისთვის, კერძო და საჯარო კოლეჯებისა და, ზოგადად,საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ELECTUDE-ისშესაძლებლობების გაცნობას. დაინტერესებულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, გაეგო, რას წარმოადგენს, რა მიზნით გამოიყენება, რა თეორიულ-ტექნიკურ ცოდნას იძლევა ციფრული სასწავლო პლატფორმა და რა შრომას გაუადვილებს ის პროფესიულ მასწავლებლებს, ლექტორებსა თუ სტუდენტებს.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „თეგეტა აკადემია“ ჰოლანდიური კომპანიის ELECTUDE-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. პლატფორმაზე მუშაობა „თეგეტა აკადემიამ“2021 წელს დაიწყო. სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი სირთულე იყო ენის ბარიერი, უცხოენოვანი ლიტერატურა. ეს პრობლემა მოვხსენით - მასალები ითარგმნა და პლატფორმაზე წარმოდგენილია 600-ზე მეტი მოდული, რაც საშუალებას იძლევა, რამდენიმე სრულყოფილი სასწავლო კურსი მთლიანად ქართულ ენაზე შეიქმნას.
„ელექტუდის“ მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის მნიშვნელოვნად ამარტივებს ავტოინდუსტრიის სფეროში ხანგრძლივ სასწავლო პროცესს. „ელექტუდის“ მონაწილეს პლატფორმა ტექსტური სახით აწვდის ინფორმაციას ამა თუ იმ აგრეგატის მუშაობის შესახებ, შემდეგ კი მას იქვე აქვს საშუალება,სხვადასხვა სიმულაციას მიმართოს და თვალსაჩინოდ აღიქვას მასალა. პლატფორმის უპირატესობაა ისიც, რომ ინფორმაცია ერთ სივრცეშია თავმოყრილი, არ გიწევს მისი სხვადასხვა ვებგვერდზე შეგროვება, ლიტერატურის ძებნა. მეორე მხრივ, მასწავლებლებსა და ტრენერებს „ელექტუდი“სტუდენტის მიერ კონკრეტულ მოდულზე დახარჯული დროის მონიტორინგის, პროგრესის შეფასების, ტესტების ელექტრონულად გასწორების საშუალებას აძლევს. ეს ამარტივებს სასწავლო პროცესს, ამცირებს სწავლის ხანგრძლივობას და როგორც მასწავლებლებისთვის, ისე ტრენინგის მონაწილეებისთვის გაცილებით სასიამოვნოს ხდის სასწავლო პროცესს. ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია უფრო ფართო მასშტაბებზე გავიდეთ და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც შევთავაზოთ ეს პლატფორმა“.
ELECTUDE სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით დაინერგა და 3000-ზე მეტ მოდულს აერთიანებს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით. მოდულები თემატიკისა და სირთულის მიხედვითაა დაყოფილი. პლატფორმა ავტომობილების აგებულებისა და მუშაობის პრინციპების შესწავლის საშუალებას მაღალი დონის ინტერაქციისა და სიმულაციების გზით იძლევა.
„ელექტუდი“ შესაძლებელს ხდის, რომ სასწავლო მოდულები სტუდენტებისა და პროფესიული კოლეჯის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს, გამოცდილებასა და სასწავლო მიზნებს მოერგოს. სტუდენტის ქვიზებისა და ტესტების შედეგები თუ მის მიერ მოდულზე დახარჯული დროის ხანგრძლივობა პლატფორმაზე ავტომატურად ინახება. „ელექტუდი“ლექტორებსა და მასწავლებლებსაც უმარტივებს საქმიანობას - მათ აღარ უხდებათ ქვიზებისა თუ ტესტების ფურცელზე გასწორება, რაც დროის დაზოგვისა და შეფასების პროცესის გამარტივების შესაძლებლობას ქმნის.
„ელექტუდის“ ყველა სასწავლო მოდული ვიზუალურად იოლად აღსაქმელია. მონაწილეებს შეუძლიათ, სიმულაციურად გაეცნონ ავტომობილის ამა თუ იმ აგრეგატის დანიშნულებასა და მუშაობის პრინციპს. პლატფორმა ახალ, გამარტივებულ შესაძლებლობებს აჩენს საავტომობილო სფეროში დასაქმებული პირებისთვის: მექანიკოსებისთვის, ავტო ასისტენტებისთვის, გაყიდვების კონსულტანტებისთვის, მძღოლებისთვის და სხვა.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
თიბისი კაპიტალის გუნდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, უკვე ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარუდგინა. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა მსოფლიო ეკ...
ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. თიბისი კამპუსი განათლების მი...
„ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“ – „დედამიწის დღე 2025“-ის მთავარი გზავნილის გარშემო წელს 193 ქვეყანა ერთიანდება. გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად ერთვება „თ...
კომპანია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტი“, რომლის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, გაფართოვდა. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ ...
თიბისი კაპიტალმა ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც სადღეისოდ, საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია. დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო...
საირმეში, ისტორიული პროექტის, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ფარგლებში, სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად, დათევზიანების პირველი ეტაპი დასრულდა. მდინარე წაბ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები